წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბასილი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
მრისხანებას, გულისთქმებს, სიმხდალესა თუ შურს არევ-დარევა შეაქვთ სულიერ გამჭრიახობაში, როგორც ამღვრეული მზერა ვერ აღიქვამს ხილვად საგნებს, ასევე შეუძლებელია მშფოთვარე გულით შევუდგეთ ჭეშმარიტების შეცნობას. ამიტომაც ყოველგვარ საერო ს... იხილეთ სრულად
მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა ანდა საჭიროების შემთხვევაში აღშფოთების არგამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და - არა მოკრძალები... იხილეთ სრულად
უნდა ვმადლობდეთ უფალს, როცა სიკეთეს გვანიჭებს, და არ დავკარგოთ მოთმინება, როცა ამას არ აკეთებს, ან უხვ წყალობას არ გვანიჭებს, ან როცა ამით არ გვანებივრებს
თუმცა ჩვენს თვალთაგან დაფარულია ღვთის განგებულების მიზეზები, ყველაფერი, რაც კი ყოვლადბრძენი და ჩვენი მოყვარული უფლის განგებით ხდება, და რაც არ უნდა ძნელი იყოს ის, ჩვენთვის აუცილებლად სასარგებლო იქნება
ნუ ვიწუწუნებთ ღვთის სამართლიანი მსჯავრის მიმართ. ჩვენ უძლურნი ვართ, ჩვენი აზრი გვქონდეს ღვთის გამოუთქმელ სამსჯავროზე
იმისათვის, რომ არ შესცოდო, საჭიროა, ღვთის სამართლის შიში გქონდეს: ცოდვილი სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეს, ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს
როგორ უნდა მოვეპყრათ მოყვასს? მიეგებე სიამოვნებით, მიუგე ნათელითა პირითა, ყველას მიმართ იყავი კეთილგანწყობილი, მისაწვდომი, ნუ დაიწყებ თავის ქებას, ნუ აიძულებ სხვას _ ილაპარკოს შენზე, ნუ შეითვისებ უღირს სიტყვას, რაც შეიძლება მეტად ... იხილეთ სრულად