წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბასილი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
მოერიდეთ, შეაფასოთ მარხვა უბრალოდ საჭმლისაგან თავშეკავებით, ისინი, ვინც თავს იკავებენ საჭმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემსგავსებიან ეშმაკს, რომელსაც, თუმცაღა, არაფერს ჭამს, მაგრამ არ წყვეტს ცოდვას.
ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.
უწმიდურ სარკეში შეუძლებელია საკუთარი გამოსახულების მიღება; ასევე სულსაც, რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით და ხორციელი ვნებებითაა დაბნელებული, არ შეუძლია მიიღოს სულიწმიდისეული განათლება.
გონიერ წინამძღოლს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თითოეული მორჩილის ზნე, ვნებები და სულიერი მიდრეკილებები. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ყოველ მათგანს მისთვის მისაღები მითითება უნდა მისცეს. ამავდროულად არ უნდა მოხდეს წინააღმდეგობა გაც... იხილეთ სრულად
მოძღვრის მიმართ ნამდვილი და სრული მორჩილება მჟღავნდება მაშინ, როცა მისი ნების გარეშე საქებარი საქმეც კი არ აღესრულება, არათუ საგმობარი და მიუღებელი.
უკიდურესი მონდომებით და დიდი სიფრთხილით შეეცადე იპოვო მოღვაწე მამა, რომელიც უცოდველად წაგიძღვება და ცხოვრების მაგალითად გექცევა. რომელიც სხვებს, ღმერთისკენ მავალთ სიბრძნით უძღვება. ის სათნოებებით უნდა იყოს შემკული, მის ცხოვრებაში ... იხილეთ სრულად
ამბობენ: „რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ რომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა არ შეგვძლებოდა?“ – სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მ... იხილეთ სრულად