ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები

ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ანგარებიანი არ ინდობს არც მამას, არც დედას, არც ძმებს, არც სხვებს ანგარებიანი არ ინდობს არც მამას, დედას

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე, თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტეს ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა! ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ

დემონთა ბუნება იმგვარია, რომ ისინი ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი გრძნობადი აღქმით ბევრად უფრო აღემატებიან მიწერი სხეულების აღქმას; აგრეთვე, ჰაეროვანი სხეულის უკეთ მოძრაობის შემწეობით, დემონები არა მარტო ადამიანებსა და ცხოველებზე გაცილებით უფრო სწრაფად მოძრაობენ, არამედ ფრინველთა უსწრაფესადაც კი გადაადგილდებიან. ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი ამ ორი უნარით: მახვილი აღქმითა და მოძრაობის სისწრაფით, ისინი წინასწარმეტყველებენ და მრავალ ამბავს იუწყებიან, რომლებსაც თავად გაცილებით ადრე იგებენ; ხოლო ადამინებს ეს აკვირვებთ მათი ნელი, მიწიეერი აღქმიდან გამომდინარე. დემონებმა აგრეთვე გაცილებით დიდი გამოცდილება დააგროვეს სხვადასხვა მოვლენაზე, ვიდრე ადამიანებმა თავიანთი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე. ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი ხსენებული თვისებების მეშვეობით დემონები არა მარტო მრავალ ამბავს წინასწარმეტყველებენ, არამედ ამბავს წინასწარმეტყველებენ, არამედ მრავალ საკვირველ საქმესაც აღასრულებენ („დემონთა განსაზღვრა“ თავი 3). დემონთა ბუნება იმგვარია, რომ ისინი ჰაეროვანი

სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებს, არამედ ღმერთის მიერ გაძლიერებულ სულთან ხელახალი შეერთების გზით. თავის მხრივ, სულიც თავისი ნებელობით კი არ გაძლიერდება, არამედ – ღმერთის მიერ, რომლითაც იგი დასტკბება. ამიტომაც სული უფრო სრულყოფილი ცხოვრებით ჰგიებს სხეულთან შედარებით, რამეთუ სხეული მაშინ სულის მიერ იცხოვრებს, სული კი – მარადის უცვალებელი ჭეშმარიტების – ღმერთის მიერ იცხოვრებს, ანუ ღმერთის მხოლოდ შობილი ძის მიერ. მაშასადამე, სხეულიც ღმერთის მხოლოდ შობილი ძის მიერ იცხოვრებს, რამეთუ, საერთოდ, ყოველივე მისით და მის მიერ არსებობს. და მაშინ მისმიერი ნიჭით, ყოველ კეთილმსახურ მართალ სულს რომ მოემადლება, ანუ სულიწმიდით მხოლოდ სული კი არ შეიქნება მრთელი, მშვიდი და წმიდა, არამედ სხეულიც მისით განცხოველდება და თავისი ბუნებითაც სრულიად განიწმიდება. სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი

სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობეისა მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ. სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე

სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტმოქმედ ადამიანებში, თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილებათა გვირგვინი – ხატი და მსგავსება შემოქმედი ღმერთისა – გვიყვარდეს. სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება

მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს. მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც

ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას, ან – ერთიანად, დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო. ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი, როგორც არ უნდა

ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ – თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე. ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით

ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს. ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ

ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

1