წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
როგორადაც გველისა გესლი მოსწამლავს კაცსა და მოჰკლავს, ეგრედვე ხშირად მზაკვრისა ენისა შენისა გესლმა მოსწამლა ზოგჯერ გული კაცისა და მოჰკლა მუნ სიყვარული და მეგობრობა მოყვასისა.
თემა: სიტყვა, ენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ენით შეცოდება ადვილი არის, დიდს შრომას არ მითხოვს, და თუ ენა დაიმორჩილა კაცმა, მაშინ სხვა ცოდვასაც ადვილად წინააღუდგება.
თემა: სიტყვა, ენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უფალმან დაგიდვა შენ მცნებად: ნუ სტყუი. მაცხოვარმან სიტყვით და საქმით გასწავა შენ, ვითარცა დიდი ცოდვა არის სიცრუის თქმა; ვითარცა იგი უფალი იყო ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებასა იტყოდა ყოველთვის და თავიცა თვისი შესწირა სიმართლესა ეგრეთვე შენგანაც მოითხოვს, რათა გიყვარდეს სიმართლე და სიმართლისათვის თავი შესწირო.
თემა: სიცრუეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ სარწმუნოება და სასოება გაქვს შენ, ძმაო ჩემო, თუ ეკლესიაში მოდიხარ და ლოცულობ ღმერთსა, თუ გამოითხოვ შენდობასა და მოტევებასა ცოდვათა შენთასა, თუ ხშირად ევედრები ღმერთს: „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა, უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი“, მაშასადამე, თვით საქმითაც უნდა ეცადო, ყოველი ღონისძიება უნდა იხმარო, რომ მოიშალო ცოდვა და აღასრულო სათნოება.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სინდისი ანუ ნამუსი აღარ იყო საკმაო დაცემულისა კაცისათვის, რათა ეცნა მას ღმერთი და ჯეროვნად ემსახურა მისთვის. ამისთვის ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვცა დიდი დაუფასებელი ნიჭი სახარებისა.
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვინც წიგნი იცის, მას აქვს ორი ტალანტი: სინდისსა მისსა მოეხმარება განათლება და სწავლა; ხოლო უკეთუ ვისმე წიგნი არ უსწავლია, მან უნდა ისარგებლოს ერთითა მხოლოდ სინდისითა თვისითა; უკეთუ უსწავლელმა კაცმა სინდისიცა თვისი დააბნელა, აღარ დარჩება მას არც ერთი საშუალება, რომლითა შეეძლოს ცნობა და გარჩევა კეთილისა და ბოროტისა.
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოველი კაცი უნდა ეცადოს, რომ სინიდისი მისი იყოს მტკიცე და მახვილი, ესრე ვსთქვათ, უნდა გალესოს იგი. ნიჭსა ამას, ვითარცა სხვათა ნიჭთა კაცისათა, სჭირს გაზრდა და განმტკიცება. სინდისი სულსა შინა კაცისასა არს, ვითარცა ცეცხლი, რომელი ატფობს, ანათლებს გულსა; თუმცა შენ არ შეგიძლიან სრულიად გააქრო ცეცხლილ იგი, გარნა შეგიძლიან ესოდენ აანთო იგი, რომელ ჰქონდეს მას დიდი სინათლე და სიტფოება.
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ღმერთმან ბუნებასა შინა კაცისა დანერგა სინიდისი, მისთვის, რათა იყოს იგი მოძღვრად და ხელმძღვანელად კეთილმოქმედთა და აღვირმსხმელად ბოროტის მოქმედთა.
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სინიდისი არს იგი უხილავი მსაჯული, მჯდომარე გულსა შინა ყოვლისა კაცისასა, რომელიცა ანუ აქებს და მოუწონებს მას რომელთამე საქმეთა და ყოფაქცევათა, ანუ აძაგებს რომელთამე სხვათა ყოფაქცევათათვის.
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი