როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც რომ დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.
მშვიდობა ვნებებისგან გათავისუფლებაა, რომლის მიღწევაც სულიწმინდის მოქმედების გარეშე შეუძლებელია.
მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, ყოველთვის შესთხოვე დახმარება ქრისტეს, შენს მაცხოვარს. იგი იმისთვის მოვიდა ქვეყნად, იმისთვის ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყოველივეში დაგვეხმაროს...
იხილეთ სრულად
მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, ყოველთვის შესთხოვე დახმარება ქრისტეს, შენს მაცხოვარს. იგი იმისთვის მოვიდა ქვეყნად, იმისთვის ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყოველივეში დაგვეხმაროს, გადაგვარჩინოს ცოდვისა და ვნებათა მძლავრებისაგან, განგვწმინდოს ცოდვებისაგან, სულიწმიდის მიერ მოგვცეს ძალა კეთილი საქმეების აღსასრულებლად, რომ განგვანათლოს, განგვამტკიცოს, დაგვამშვიდოს. ამბობ: როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნ...
link
უპირველესი და უმარტივესი საშუალება ხორციელ ვნებათა დასათრგუნად იმ საგანთა მოშორებაა, რომელიც სულს აღგიგზნებს. ასევე გმართებს შეიმოსო მდუმარება და მკაცრი თავშეკავება; ძნელია შეინარჩუნო სიწმინდე ამსოფლიურ საცთურთა შორის. სასარგებლოა...
იხილეთ სრულად
უპირველესი და უმარტივესი საშუალება ხორციელ ვნებათა დასათრგუნად იმ საგანთა მოშორებაა, რომელიც სულს აღგიგზნებს. ასევე გმართებს შეიმოსო მდუმარება და მკაცრი თავშეკავება; ძნელია შეინარჩუნო სიწმინდე ამსოფლიურ საცთურთა შორის. სასარგებლოა, აგრეთვე, ხსოვნა თუ როგორ გაიხრწნება შენი სული. მრავალთათვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუცვნიათ წმიდა ცხოვრებით მიღებული სიტკბო და არ დაუწყიათ წმიდა შინაგანი ცხოვრება, სასარგებლო იქნება არაწმიდა ცხოვრებით გამოწვეული შედეგ...
link
ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან...
იხილეთ სრულად
ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგოროს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვეველისგან გახსნას, როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს: განხსენით ეგე ვნებათაგან (იოან. 11, 44) და უტევეთ, რომ ნეტარი უვნ...
link
კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს.
ბრძოლა თავის თავთან დიდსულობაა და მებრძოლი იგი ახოვანების ბაირაღით შევალს უვნებლობის საყდარში, სადაცა განისვენებს მეუფება მა...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს.
ბრძოლა თავის თავთან დიდსულობაა და მებრძოლი იგი ახოვანების ბაირაღით შევალს უვნებლობის საყდარში, სადაცა განისვენებს მეუფება მაღლისა.
ადამიანი მარადის უნდა იყოს აღჭურვილი საბრძოლად თავის სიბოროტესთან, ვინაიდგან ყოველი ვნება მას შინა შესისხლხორცებული იზიდავს მას მონებად და ამ მონებითა კარგავს იგი კაცობრივ მაღალ სიმტკიცეს და ღირსებას და ერთვის ბუნ...
link
382. მამები, რომელთაც რომელიმე განსაცდელის თაობაზე ლოცვას სთხოვენ, რას ითხოვენ ლოცვაში ღვთისაგან: ვნებისაგან განთავისუფლებას, თუ (ზოგადად) ადამიანისთვის სიკეთეს? და როდესაც აბბა სისოი და სხვა მამები, მოწაფეებისთვის ლოცულობდნენ, როგორ ითხოვდნენ ღვთისაგან ვნებებისაგან მათ განთავისუფლებას? როგორ გავიაზროთ ნათქვამი: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ.9,23)? და კიდევ: იმაზე მეტად თუ არავინ განიცდება, რისი დათმენაც შეუძლია (1კორ. 10,13), მაშინ ეს განსაცდელი ემსახურება თუ არა მის სარგებელს? და მოაქვს თუ არა სარგებელი წმიდათა ლოცვებს?
იხილეთ სრულად
382. მამები, რომელთაც რომელიმე განსაცდელის თაობაზე ლოცვას სთხოვენ, რას ითხოვენ ლოცვაში ღვთისაგან: ვნებისაგან განთავისუფლებას, თუ (ზოგადად) ადამიანისთვის სიკეთეს? და როდესაც აბბა სისოი და სხვა მამები, მოწაფეებისთვის ლოცულობდნენ, როგორ ითხოვდნენ ღვთისაგან ვნებებისაგან მათ განთავისუფლებას? როგორ გავიაზროთ ნათქვამი: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ.9,23)? და კიდევ: იმაზე მეტად თუ არავინ განიცდება, რისი დათმენაც შეუძლია (1კორ. 10,13), მაშინ ეს...
link
113. გულის განწმენდილობა, ანუ გონების დაცულობა და დამარხულობა, რისი სახეც არის ახალი აღთქმა (თუკი ჯეროვნად იქნება იგი ჩვენ მიერ შენარჩუნებული), ყველა ვნებასა და ყველა ცოდვას აღმოფხვრის და კვეთს ჩვენი გულიდან, სანაცვლოდ კი შემოაქვს...
იხილეთ სრულად
113. გულის განწმენდილობა, ანუ გონების დაცულობა და დამარხულობა, რისი სახეც არის ახალი აღთქმა (თუკი ჯეროვნად იქნება იგი ჩვენ მიერ შენარჩუნებული), ყველა ვნებასა და ყველა ცოდვას აღმოფხვრის და კვეთს ჩვენი გულიდან, სანაცვლოდ კი შემოაქვს მას სიხარული, კეთილმოიმედეობა, შემუსვრილობა, მოთქმა, ცრემლი, შემეცნება საკუთარი თავისა და საკუთარი ცოდვებისა, სიკვდილის ხსოვნა, ჭეშმარიტი სიმდაბლე, დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა და ადამიანების მიმართ და გულისმიერი საღვთ...
link
75. სიმდაბლე და თვითგვემა ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს ადამიანს, მოკვეთს რა პირველი მათგანი სულის ვნებებს, მეორე კი – სხეულისას. ამიტომ ამბობს უფალი: „ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ – ღმერთს თ...
იხილეთ სრულად
75. სიმდაბლე და თვითგვემა ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს ადამიანს, მოკვეთს რა პირველი მათგანი სულის ვნებებს, მეორე კი – სხეულისას. ამიტომ ამბობს უფალი: „ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ – ღმერთს თავად და მის საუნჯეებს, რაჟამს სიყვარულისა და თავშეზღუდვის მიერ განიწმენდენ თავიანთ თავს, და, ამასთან, იხილავენ იმდენად მეტად, რამდენადაც განვრცობენ სიწმინდეს.
link
119. ვისაც სძულს ვნებები, აღმოფხვრის კიდეც მათ მიზეზებს, ხოლო ვინც ამ მიზეზებში მკვიდრობს, ვნებები ებრძვიან მას, თუნდაც რომ არ სურდეს.