კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
652. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელსაც ხორციელი ტკივილი ტანჯავდა, თხოვნა გაუგზავნა იმავე ბერს, იოანეს, რათა მას მისი განკურნებისათვის ელოცა. ბერმა უპასუხა: „უფალი მალე განგკურნავს“. მაგრამ მისი განკურნება აყოვნებდა; და ჰქონდა რა ბერისადმი დიდი რწმენა, მას უკვირდა და ამბობდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბერი არ იტყუება, რამეთუ ღმერთი მისი მეშვეობით ლაპარაკობს, მე კი არ ვიკურნები“. ის მონასტერში მივიდა და დიდ ბერს ჰკითხა ამის თაობაზე იხილეთ სრულად
650. იგივე ძმა ხედავდა რომ აბბა მომსვლელ ძმებს წმინდა ბერის საკვირველ საქმეებს უყვებოდა. ამის თაობაზე მან მეორე ბერს იოანეს ჰკითხა. გაიგო რა მისგან, თუ რა განზრახვით აკეთებდა ამას აბბა, დამშვიდდა.
651. იგივე ძმამ, იმავე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო, რას ნიშნავს, როდესაც აბბა ზოგჯერ ბერების სათნოებებზე საუბრობს, მე მანუგეშებს მისი სიტყვები, ვითარცა დამრიგებლური, ხოლო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი დამრიგებლური არაა და, პირიქით, მსმენელებს აბრკოლებს, იმიტომ რომ აბბა თავად აქებს თავის მამებს, და ვწუხვარ ამაზე. სხვა მამების გამოც ვშფოთავ და ვფიქრობ, რომ მათი სიტყვები ამაოა. ამიტომ, გთხოვ ჩემო მამაო, ამიხსენი ეს და ილოცე, რათა თავი დავაღწიო ამ ბოროტ აზრს
იხილეთ სრულად
649. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავად იყო და ძლიერი ციებ-ცხელება ტანჯავდა, დიდ ბერს სთხოვა ელოცა მისთვის, რათა ავადმყოფობა შემსუბუქებოდა; რადგან ის ავადმყოფობით გამოწვეულ მაღალ სიცხეს ვერ უძლებდა; ამიტომ ამ ბერს წყალი გაუგზავნა, რომ მისი ნაკურთხი წყალი დაელია. ბერმა ილოცა მისთვის და როდესაც მან ნაკურთხი წყალი დალია, მაღალი სიცხე მაშინვე დაუცხრა და ავადმყოფობამ გაუარა. გაკვირვებულმა ძმამ ღმერთი ადიდა და ზოგიერთებს უამბო, თუ რა აღასრულა მასზე ღმერთმა, აგრეთვე, ის ქველმოქმედებაც აუწყა, რომელიც მისთვის წმინდა ბერმა გამოიჩინა. მაგრამ მეორე დღესვე მას ცხელება უფრო დიდი ძალით დაუბრუნდა, და მან კვლავ გაუგზავნა წერილი ბერს და შეწყალება ითხოვა. ბერმა კი უპასუხა: იხილეთ სრულად
646. მითხარი ჩემო მამაო: რამდენად სასარგებლოა ადამიანისთვის თავისუფალი ნებით აღსრულებული სიკეთე და რამდენად უნებლიე?
645. თუკი ვინმე საკუთარ თავს სიკვდილის ხსოვნას აიძულებს და ამიტომ ცდილობს სიკეთე აკეთოს, ნუთუ ის ამის გამო ისეთ საზღარუს არ მიიღებს, როგორც თავისუფალი ნებით მოქმედი?
644. კი მაგრამ როგორ? თუ ადამიანი კეთილ საქმეს სიკვდილის შიშით აკეთებს, ნუთუ ის არ ემსახურება მის ცხონებას?