ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლი...
იხილეთ სრულად
ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლის და აუმჯობესებს მას. ცხოველი სარწმუნოება, პირველად ანათლებს გონებასა კაცისასა, მეორედ, ჰმართავს და სწმენდს ყოფაქცევასა ანუ მოქმედებასა კაცისასა.
ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველ...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველი საქმე მისი არის სჯულის წინააღმდეგი.
ყოველთვის და ყოველგან იყვნენ და არიან სჯულის წინააღმდეგნი ურწმუნონი კაცნი; სრული და მტკიცე სარწმუნოება, ძმაო ჩემო, არის ნიჭი ღვთისა. გარნა ვის მისცემს ღმერთი ესრეთსა ნიჭსა? ამაყსა და მოქადესა თვისითა სწავლითა და განათლებითა, ანუ კ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის და ყოველგან იყვნენ და არიან სჯულის წინააღმდეგნი ურწმუნონი კაცნი; სრული და მტკიცე სარწმუნოება, ძმაო ჩემო, არის ნიჭი ღვთისა. გარნა ვის მისცემს ღმერთი ესრეთსა ნიჭსა? ამაყსა და მოქადესა თვისითა სწავლითა და განათლებითა, ანუ კაცსა მდაბალსა და გულწრფელსა? რასაკვირველია, მეორესა. ვერავინ აღიარებს იესო ქრისტეს ღმერთად, უკეთუ სული წმიდა არ შეეწია მას; გარნა სული წმიდა ასწავლის მხოლოდ კაცსა მდაბალსა და კეთილსა.
დიდი ჭკუა და ზედმიწევნილი სწავლა არ გააჩენს კაცის გულში სახარების წინააღმდეგობასა, არამედ უმეტესად დაამტკიცებს მას ზედა. ერთი მხოლოდ დაუმწიფარი, მკვახე, ნედლი ჭკუა და უსაფუძვლო, ამღვრეული სწავლა განაშორებს გულსა კაცისასა სახარების...
იხილეთ სრულად
დიდი ჭკუა და ზედმიწევნილი სწავლა არ გააჩენს კაცის გულში სახარების წინააღმდეგობასა, არამედ უმეტესად დაამტკიცებს მას ზედა. ერთი მხოლოდ დაუმწიფარი, მკვახე, ნედლი ჭკუა და უსაფუძვლო, ამღვრეული სწავლა განაშორებს გულსა კაცისასა სახარებისაგან.
ვიდრემდის სარწმუნოება მტკიცედ სდგას რომელსამე ქვეყანასა შინა, ის ქვეყანა არ დავარდება, თუმცა გამოიაროს მრავალი უბედურება და მძიმე განსაცდელი. ეს ჭეშმარიტება მტკიცედ ახსოვდათ ჩვენთა წინაპართა. ვინაითგან იყვნენ შეურყეველს სარწმუნოებ...
იხილეთ სრულად
ვიდრემდის სარწმუნოება მტკიცედ სდგას რომელსამე ქვეყანასა შინა, ის ქვეყანა არ დავარდება, თუმცა გამოიაროს მრავალი უბედურება და მძიმე განსაცდელი. ეს ჭეშმარიტება მტკიცედ ახსოვდათ ჩვენთა წინაპართა. ვინაითგან იყვნენ შეურყეველს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებამან დაიცვა და შეინახა იგინი.
უცხო ქვეყნებში ბავშვები, როგორც რომ მიეჩვევიან სიტყვის გამოთქმას, მაშინვე დედ–მამა ასწავლის მათ ლოცვებს; როგორც შეიქმნება ექვსისა წლისა, მაშინვე მისცემენ სკოლაში და ესრედ შობითგან სრულსა ჰასაკსა მოსვლამდე შვილი ნასწავლი, დარიგებულ...
იხილეთ სრულად
უცხო ქვეყნებში ბავშვები, როგორც რომ მიეჩვევიან სიტყვის გამოთქმას, მაშინვე დედ–მამა ასწავლის მათ ლოცვებს; როგორც შეიქმნება ექვსისა წლისა, მაშინვე მისცემენ სკოლაში და ესრედ შობითგან სრულსა ჰასაკსა მოსვლამდე შვილი ნასწავლი, დარიგებული, გაწვრთნილი გამოვა ფრთხილი, გონიერი მტკიცე, მეცადინე, შრომისმოყვარე და მამულის სასარგებლო.
მშობელნო, თქვენ ღმერთმან მოგცათ ძენი და ასულნი. გამოზრდა მათი არის უმთავრესი საქმე თქვენის ცხოვრებისა. თვით ღმერთი ოდესმე მოიკითხავს თქვენგან, უკეთუ თქვენითა ცუდითა ყოფაქცევითა მიეცა რომელიმე დაბრკოლება შვილთა თქვენთა; გარნა უკეთუ...
იხილეთ სრულად
მშობელნო, თქვენ ღმერთმან მოგცათ ძენი და ასულნი. გამოზრდა მათი არის უმთავრესი საქმე თქვენის ცხოვრებისა. თვით ღმერთი ოდესმე მოიკითხავს თქვენგან, უკეთუ თქვენითა ცუდითა ყოფაქცევითა მიეცა რომელიმე დაბრკოლება შვილთა თქვენთა; გარნა უკეთუ თქვენ თვითონაც იქცევით პატიოსნად, მაშინ შვილნიცა თქვენნი ისწავლიან პატიოსნებასა და მიიღებენ კეთილსა ზნეობასა.