მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება, და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგ...
იხილეთ სრულად
მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება, და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგება და აღიძვრება.
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღვთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვა...
იხილეთ სრულად
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღვთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწიფ...
თუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვ...
იხილეთ სრულად
თუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა, განაძე გულისაგან ცუდი იგი სიყვარული და მერმე ლოცვითა, სიმდაბლითა და კეთილი ყოფაქცევითა შეიძინე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულზედ, მაშინ მწუხარებას გრძნობ, გეწყინება. მაშინ შენ მზადა ხარ დაიცვა დიდება ღვთისა და თავი შენი შესწირო მის დიდებასა და მისი ამაღლებისათვის.
სიყვარული ღვთისა თვით ჩვენთვის არის სასარგებლო. ღმერთს არ მიემატება არა რაიმე ჩვენი სიყვარულისაგან, გარნა ჩვენ განვიწმიდებით, განვნათლდებით ღვთის სიყვარულითა.
უმეტეს ყოვლისა მაშინ გამოჩნდება, რომ გიყვარს ღმერთი, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, ღმერთს შენ ვერ იხილავ, ხოლო მოყვასი შენი ყოველთვის შენს წინაშე არს, ვითარცა ხატი და მსგავსება ღვთისა. ესოდენი კავშირი არს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს...
იხილეთ სრულად
უმეტეს ყოვლისა მაშინ გამოჩნდება, რომ გიყვარს ღმერთი, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, ღმერთს შენ ვერ იხილავ, ხოლო მოყვასი შენი ყოველთვის შენს წინაშე არს, ვითარცა ხატი და მსგავსება ღვთისა. ესოდენი კავშირი არს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს შორის, რომელ ერთი მეორესგან არ განიყოფება.
უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა, უკეთუ გრძნობ, რომ ცოდვა ხშირად წარგიტაცებს, გარნა ცდილობ, რომ მოიქცე და მადლი აღასრულო, ერთი სიტყვით ცდილობ, რომ შენს გულში მადლმან და ჭეშმარიტებამან სძლიოს სიცრუესა და უწმიდურებასა, მა...
იხილეთ სრულად
უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა, უკეთუ გრძნობ, რომ ცოდვა ხშირად წარგიტაცებს, გარნა ცდილობ, რომ მოიქცე და მადლი აღასრულო, ერთი სიტყვით ცდილობ, რომ შენს გულში მადლმან და ჭეშმარიტებამან სძლიოს სიცრუესა და უწმიდურებასა, მაშინ შეიძლება კაცმან სთქვას, რომ შენ გიყვარს ღმერთი.
ღმერთი არს უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმიდე და უმაღლესი ჭეშმარიტება; მაშასდამე, როდესაც კაცსა აქვს გულში სურვილი ად მისწრაფება ამ სამთა თვისებათადმი, მას აქვს სიყვარული ღვთისა.