მიწიერი საგნებისა და მეცნიერებათა შესწავლა შესაძლოა, სასიკეთო და სასარგებლო ოყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი რწმენისა და ღვთის შეცნობისაგან დაშორებული არ არის.
თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები,...
იხილეთ სრულად
თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები, მაგრამ მთელი ძალისხმევით მზად ვარ დავამტკიცო, რომ როდესაც ისინი ამას წერდნენ, თევზებზე უგუნურნი იყვნენ.
როგორც სიბნელეში ჯანმრთელი თვალითაც ვერ გავარჩევთ საგნებს, ასევე ღვთის გარეშე ვერ ვიხილავთ ჭეშმარიტების წყაროს ნამდვილ ნათელს; და ჩვენ კი ჯანსაღი გონებითაც კი არ ძალგვიძს ჭეშმარიტების შეცნობა.
ცოდნა ბუნებრივ სინათლეს ჰგავს, გულითადი რწმენა კი - ბუნებრივ სითბოს. როგორც ხილულ სამყაროში მცენარეთა სიცოცხლე სინათლისა და სითბოს მეშვეობით ვითარდება, ასევე სულიერი ცხოვრების წარმატებაში ცოდნის გარდა გულითადი რწმენაც აუცილებელია.
ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვის. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა.
ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაში...
იხილეთ სრულად
ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაშინ ჩამოეფარება იგი მზეს, მისი ვერცხლისფერი შუქი ჩაქრება - რჩება მხოლოდ ბნელი მასა და თითქოს მთვარე არც ყოფილა. ასევე ემართება ადამიანურ სიბრძნესაც, როდესაც გზააბნეულობა, მიწიერი სიამოვნებანი და ვნებები ჩამოეფარებიან მის წ...