
1. აზრებისა და საგნების გონივრული გამოყენება უბიწოებას, სიყვარულსა და ცოდნას გვანიჭებს, ხოლო უგნური - თავშეუკავებლობას, სიძულვილსა და უცოდინრობას.
1. აზრებისა და საგნების გონივრული გამოყენება უბიწოებას, სიყვარულსა და ცოდნას გვანიჭებს, ხოლო უგნური - თავშეუკავებლობას, სიძულვილსა და უცოდინრობას.
78. ნუ გამოიყენებ ბოროტად აზრებს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საგნებიც ბოროტად არ გამოიყენო, რამეთუ ჯერ თუ გონებით არ შესცოდე, საქმით არასდროს შესცოდავ.
73. საგნები გონებამიღმადია, ხოლო მათზე ფიქრი კი გონებაში ხდება. ამიტომ მას ძალუძს, ისინი ან კარგად ან ცუდად გამოიყენოს, რამეთუ აზრების ცოდვილ გამოყენებას ნივთების ბოროტი გამოყენება მოსდევს.
72. რამდენადაც საქმით შეცოდებასთან შედარებით ფიქრით შეცოდება უფრო ადვილია, იმდენად საგნებით ბრძოლასთან შედარებით, აზრებით ბრძოლა უფრო რთულია.
რითი უნდა დავიცვათ ყველაზე უკეთ თავი ცოდვისაგან? იხილეთ სრულად
თუ უმსგავსო ფიქრს იმთავითვე არ მოვიკვეთთ და არ განვაგდებთ, იგი გულში გადავა, მოიცავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროს და გამოვლინდება ბოროტ სიტყვაში, ცუდ ქცევასა და მოქმედებაში.
ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად. თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთ... იხილეთ სრულად
არ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთ რამეს აქვს აზრი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი აზრს მოკლებულია. პირიქით, თუ აზრი არსებობს, მაშინ იგი ყველაფერშია: ადამიანში, საგნებში, მოვლენებში, ურთიერთდამოკიდებულებაში, მოძრაობაში, სიზმრებში, ერთი ... იხილეთ სრულად
ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავი... იხილეთ სრულად
ცნობილი ფაქტია, ადამიანები ნაკლებად იზიარებენ სხვათა შეზედულებებს, მაგრამ როცა ეცნობიან მათ აზრებს და თავისას ადარებენ, ხშირად შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ თავის მოქმედებასა და მიმართულებაში.