ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავი იმით, რაც მსწრაფლწარმავალია: ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავის გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება.

ამაოება - ციტატები, გამონათქვამები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
თ. 5-7
როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი.
თ. 1
სიმდიდრე, დიდება, სიამოვნებანი ამაოა, რადგან სააქაოს რჩება. გულმოწყალება, მოთმინება, უბოროტობა და საერთოდ ყველა სათნოება ამაო არ არის, ისინი სამომავლო ცხოვრებაში გამოგვყვებიან.
მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით. და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაო... იხილეთ სრულად

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული, თუ გარეულ მხეცთაგან დაიგლიჯება და შეიჭმება? ფერფლად ქცეული ჰაეროვან სივრცეში მიმოიბნევა თუ სადმე უფსკრულში გადაჩეხილი იქცევა მიწად... იხილეთ სრულად