ერთხელ, უდაბნოში მწვანილეულობის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან თვალი მოჰკრა ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, ოდნავ დაიხარა მიწისკენ, გაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა...
იხილეთ სრულად
ერთხელ, უდაბნოში მწვანილეულობის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან თვალი მოჰკრა ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, ოდნავ დაიხარა მიწისკენ, გაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა, გადაახტა იმ ადგილს და სწრაფად მიაშურა თავის გამოქვაბულს. ძმის უცნაური ქცევა ეუცხოვა თეოდოსის, მივიდა იმ ადგილას და, გაოცებულმა, ოქროს გროვა დაინახა. მან ილოცა, ზედა სამოსელი გაიძრო, ნაპოვნი განძი შიგ ჩაყარა და გაჭირვებ...
link
55. თავმოყვარეობა, როგორც არაერთგზის თქმულა, ყველა ვნებიანი გულისთქმის მიზეზია, რამეთუ მისგან სულის გულისთქმის ნაწილის სამი უმთავრესი გულისთქმა წარმოიქმნება: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ნაყროვანებას სიძვის ...
იხილეთ სრულად
55. თავმოყვარეობა, როგორც არაერთგზის თქმულა, ყველა ვნებიანი გულისთქმის მიზეზია, რამეთუ მისგან სულის გულისთქმის ნაწილის სამი უმთავრესი გულისთქმა წარმოიქმნება: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ნაყროვანებას სიძვის გულისთქმა მოჰყვება, ვერცხლისმოყვარეობას - ანგარებისა, პატივმოყვარეობას - ამპარტავნობისა, სხვა დანარჩენი კი, მაგალითად; მრისხანების, გულღვარძლიანობის, სასოწარკვეთის, შურის, ცილისწამებისა და სხვა გულისთქმანი, აღნიშნული სამ...
link
18. ავხორცს უყვარს ფული, რათა მისი მეშვეობით ინეტაროს; პატივმოყვარეს, - რათა სახელი მოიხვეჭოს; ხოლო ურწმუნოს, - რათა დამალოს და შეინახოს იგი, რადგან ან შიმშილის, ან სიბერის, ან ავადმყოფობის, ან დევნის ეშინია და ფულის იმედი უფრო მე...
იხილეთ სრულად
18. ავხორცს უყვარს ფული, რათა მისი მეშვეობით ინეტაროს; პატივმოყვარეს, - რათა სახელი მოიხვეჭოს; ხოლო ურწმუნოს, - რათა დამალოს და შეინახოს იგი, რადგან ან შიმშილის, ან სიბერის, ან ავადმყოფობის, ან დევნის ეშინია და ფულის იმედი უფრო მეტად აქვს, ვიდრე ღვთისა, რომელიც ყველა ქმნილების შემოქმედია და თვით უკანასკნელ და უმცირეს არსებებზეც კი ზრუნავს.
link
16. ოქრო არა იმდენად საჭიროების გამოა ადამიანთათვის სასურველი, რამდენადაც იმის გამო, რომ ბევრი მისი მეშვეობით ავხორცობას იკმაყოფილებს.
7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია.
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (...
იხილეთ სრულად
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (სულიერი ძალები და მათი კეთილად წარმართვა) მოქმედების საკითხში გონების დაუდევრობით გამოიხატება.
link
89. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და ამიტომ მის დაკარგვასაც არ განიცდიან, ისევე როგორც ოდესღაც ზოგიერთებმა სიხარულით მიიღეს თავიანთი ქონების იავარყოფა (ებრ.10,34). სხვები კი მას ვნებით მოიხვეჭენ, ამიტომ, როცა მათ მონაგები...
იხილეთ სრულად
89. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და ამიტომ მის დაკარგვასაც არ განიცდიან, ისევე როგორც ოდესღაც ზოგიერთებმა სიხარულით მიიღეს თავიანთი ქონების იავარყოფა (ებრ.10,34). სხვები კი მას ვნებით მოიხვეჭენ, ამიტომ, როცა მათ მონაგების დატოვებას შესთავაზებენ, მწუხარებას ეძლევიან, მსგავსად სახარებისეული მდიდრისა, დამწუხრებული რომ წავიდა(მათ.19.22); და თუ მართლაც დაკარგავენ მას, საშინლად განიცდიან. ამგვარად ამხელს ქონების დაკარგვა მის ვნებით ან ვნების ...
link
68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყ...
იხილეთ სრულად
68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყოფელის შურისგებაზე, შურიანისა - იმის უბედურებაზე, ვისიც შურს. იგივე ხდება სხვა ვნებათა შემთხვევაშიც, რამეთუ ვნებებით მოცული გონება ვნებიან აზრებს წარმოშობს. სხეულის მღვიძარებისა თუ ძილის ჟამს.
link
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვა...
იხილეთ სრულად
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვარეობა და პატივმოყვარეობა, რომელთა საბაბი აუცილებელი ხორციელი მოთხოვნილებებია; მათგან კი წარმოიქმნება ვნებათა მთელი გროვა. აი, ამიტომ, როგორც ნათქვამია, სავსებით უნდა განვუდგეთ თავმოყვარეობას და უდიდესი სიფხიზლით ვებრძოლო...
link
75. ვინც არ მოაშთობს პატივმოყვარეობასა და ავხორცობას და მათგან აღმოცენებულ და შობილ ვერცხლისმოყვარეობას, ის ვერ აღკვეთს მრისხანების აღმგზნებ მიზეზებს. ხოლო ვინც ყოველივე ამას არ მოიკვეთს, ის სრულყოფილ სიყვარულსაც ვერ მიაღწევს.