ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც "მტრების" გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერ...
იხილეთ სრულად
ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც "მტრების" გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერდი, ნუ აჩქარდები, აუწონავი შენი ნათქვამი შენს წინააღმდეგვე მობრუნდება. მიეცი მოკამათეს საშუალება, ბოლომდე თქვას სათქმელი. დადუმდი, მაგრამ იფიქრე მთავარზე, მთავარ თემაზე, განაგდე შენგან ის ფიქრები, რაც პირადად გეხება, ამბ...
link
ძნელია დავა ურწმუნო ადამიანთან, ძნელია ელაპარაკო შეშლილს, დაარწმუნო გაბოროტებული, რადგან ვერაფერს შეასმენ. მის დარწმუნებას უფრო საქმით შეძლებ. ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეც...
იხილეთ სრულად
ძნელია დავა ურწმუნო ადამიანთან, ძნელია ელაპარაკო შეშლილს, დაარწმუნო გაბოროტებული, რადგან ვერაფერს შეასმენ. მის დარწმუნებას უფრო საქმით შეძლებ. ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეცრების შედეგია. კეთილი საქმე ყოველივე ამას ლაგამს ამოსდებს. თუ ურწმუნოს მისთვის ჩვეული აგრესიით დაუპირისპირდები, მის აღვირახსნილობას უფრო მეტად შეუწყობ ხელს. ურწმუნოს უფრო უბნელდება გონება, რაც უფრო ხმამაღლა მიმართავ. თუ ...
link
უფლისადმი ჩემი რწმენა არ მიშლის ვეზიარო ჭეშმარიტ მეცნიერებას. პროგრესული მეცნიერება ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან სრულ ჰარმონიაშია. საუკეთესონი არასოდეს დავობენ, მათ ერთმანეთის ესმით და ერთმანეთი უყვართ, მდაბიონი კი მუდამ ერთმანეთს ეკა...
იხილეთ სრულად
უფლისადმი ჩემი რწმენა არ მიშლის ვეზიარო ჭეშმარიტ მეცნიერებას. პროგრესული მეცნიერება ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან სრულ ჰარმონიაშია. საუკეთესონი არასოდეს დავობენ, მათ ერთმანეთის ესმით და ერთმანეთი უყვართ, მდაბიონი კი მუდამ ერთმანეთს ეკამათებიან.
link
ეს იმ დროს მოხდა, როცა უდაბნო ბარბაროსებმა დალაშქრეს. მაზიკების ტომმა მონასტერი ააოხრა. ზოგიერთმა ბერმა თავის დაღწევა მაინც მოახერხა და უსაფრთხო ადგილის ძიებაში მრავალი დღე და ღამე უდაბნოში დახეტიალობდა. ბოლოს მათ მიაგნეს ერთ ადგი...
იხილეთ სრულად
ეს იმ დროს მოხდა, როცა უდაბნო ბარბაროსებმა დალაშქრეს. მაზიკების ტომმა მონასტერი ააოხრა. ზოგიერთმა ბერმა თავის დაღწევა მაინც მოახერხა და უსაფრთხო ადგილის ძიებაში მრავალი დღე და ღამე უდაბნოში დახეტიალობდა. ბოლოს მათ მიაგნეს ერთ ადგილს, სახელად ტარენუფს, სადაც უძველესი ტაძარი შემორჩენილიყო და იქ ღამის გასათევად დაბანაკდნენ.საღამოს ბერები კოცონს მიუსხდნენ და ამბა ანუბის, რომელიც ასაკით ყველაზე უფროსი იყო, დაეკითხნენ, რა ეღონათ და როგორ უნდა ეცხოვრათ ...
link
732. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ერთ ადამიანს საქმის თაობაზე ვედავები. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? შეუპოვრად მოვითხოვო სამართალი, თუ მოვეშვა შეუპოვრობას და დავაც შევწყვიტო?
იხილეთ სრულად
შეეცადე, რაც შეიძლება სწრაფად განერიდო. რამეთუ მხოლოდ სრულყოფილ მამებს არ აღშფოთებენ შემთხვეული განსაცდელები. ხოლო უძლური, თუ არ იჩქარებს დავისაგან თავის დაღწევას, შემდეგ ნანობს და ხდება რა იძულებული, რომ მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულოს, ღვთის გმობას იწყებს და სულს იღუპავს. მაშინ სრულდება მასზე ეს სიტყვა: „რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? (მათე 16, 26).
link
702. თუ შემთხვევით, მამებთან მაშინ მომიწევს ყოფნა, როდესაც ისინი ვინმეს, არამართლმადიდებლურად მოაზროვნეს, რწმენის თაობაზე ეპაექრებიან, მეც უნდა მივიღო პაექრობაში მონაწილეობა თუ არა? რამეთუ აზრი მეუბნება: „გაჩუმება რწმენის ღალატიაო“. ასევე, როდესაც ისინი ერთმანეთს დაწვრილებით ესაუბრებიან დოგმატებზე, ვთქვა, ის რაც ვიცი, თუ გავჩუმდე? და ბოლოს, როგორ მოვიქცე, როდესაც მკითხავენ?
იხილეთ სრულად
რწმენის თაობაზე არასოდეს იპაექრო; ღმერთი ამას არ გთხოვს, ის შენგან მისი მცნებების დაცვას და იმ მართალი რწმენის აღიარებას მოითხოვს, რომელიც ეკლესიამ ნათლობისას გადმოგცა. დაიმარხე ეს და ცხონდები. დოგმატებზე კი არ ისაუბრო, რამეთუ ეს შენი სიმაღლე არაა. ღმერთს შენი ცოდვებისათვის ევედრე; დაე, ამაში ივარჯიშოს შენმა გონებამ. იფრთხილე, რომ მოსაუბრენი გულში არ განიკითხო, რამეთუ არ იცი, მართალს ამბობენ ისინი, თუ არა. იმ საქმეს კი ღმერთი განსჯის. ხოლო, თუ გკ...
link
692. კალია ყანებს მინადგურებს და თუ გავდევნი, მეზობლებთან დავა მომიწევს, ხოლო თუ დავტოვებ, დავზარალდები. როგორ მოვიქცე?
იხილეთ სრულად
წმინდა წყალი აიღე და ყანას ასხურე. თუ მათი განდევნა ან დაფლვა მშვიდობიანად და დავის გარეშე შესაძლებელია, მაშინ ეს ცოდვა არაა. ხოლო თუ ამას კამათი მოჰყვება, მაშინ შენი სულის სარგებლისათვის საქმე ღმერთს მიანდე და რაც მოხდება, ის ღვთის ნება იქნება.
link
537. თუკი რომელიმე მამათაგანი, ვისთან ერთადაც გზაზე მივდივარ, ჩემი ბარგის ტარებას მოისურვებს და არ მომეშვება, რასაც მე ვერ დავუშვებ, რამეთუ ვინც ამას დაინახავს, დაბრკოლდება, რადგანაც ჩემი თანამგზავრი ჩემზე უფროსია, მაშინ როგორ მოვიქცე?
იხილეთ სრულად
სიმდაბლით მოუხარე ქედი, რომ მან შენი ტვირთის ტარების ნება დაგრთოს. თუ არ მოგისმენს, მაშინ კიდევ ერთხელ მოუხარე ქედი, და უთხარი: „შემინდე, ღვთის გულისათვის, ჩვენ ერთად ვერ ვივლით, იმიტომ რომ ვინც ჩვენ დაგვინახავს, დაბრკოლდება“; თუ შენი ქედმოხრის შემდეგაც თავისას გაიძულებს, მაშინ არ მოუსმინო მას, რამეთუ ეს ეშმაკის საქმეა.
link
სულიერი მოღვაწეობა ქადაგებით და კამათით არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ ნამდვილი, ოღონდ ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ ...
იხილეთ სრულად
სულიერი მოღვაწეობა ქადაგებით და კამათით არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ ნამდვილი, ოღონდ ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ სხვს ვუკეთებთ სიკეთეს, სინამდვილეში ჩვენ თავს ვუკეთებთ სიკეთეს.
რასაც ვაკეთებთ, ინტერესით ვაკეთოთ, ძალდაუტანებლად, პასუხისმგებლობით და სიამოვნებით.
link
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.
იხილეთ სრულად
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.
თ. 10-11
link