არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
თ. 3-4
ღმერთთან დამსგავსება, პირველ ყოვლისა, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით ხდება. საიდუმლოთა მოქმედების მიზანია ფრთები შეასხას სულს, აღიტაცოს იგი ამ აქვეყნიდან და ღმერთს მიუძღვანოს; შეასახლოს ადამიანთა გულებში ქრისტე სულიწმიდით. ერთი სიტყ...
იხილეთ სრულად
ღმერთთან დამსგავსება, პირველ ყოვლისა, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით ხდება. საიდუმლოთა მოქმედების მიზანია ფრთები შეასხას სულს, აღიტაცოს იგი ამ აქვეყნიდან და ღმერთს მიუძღვანოს; შეასახლოს ადამიანთა გულებში ქრისტე სულიწმიდით. ერთი სიტყვით, ღმერთად და ზენაარი ნეტარების მოზიარედ აქციოს ის ადამიანი, ვინც ზენაართა დასს განეკუთვნება.
link
საიდუმლო - ხშირად ახსენებს ამ სიტყვას წმიდა ეკლესია და ხშირად არის ხოლმე, ეს სიტყვა ახლადმოქცეულ ადამიანს განსაკუთრებულ გრძნობებს აღუძრავს. საიდუმლო არის ის, რომელიც შენ ჯერ არ იცი და მომავალში უნდა გაიგო. წმიდა საიდუმლო - როცა ეკ...
იხილეთ სრულად
საიდუმლო - ხშირად ახსენებს ამ სიტყვას წმიდა ეკლესია და ხშირად არის ხოლმე, ეს სიტყვა ახლადმოქცეულ ადამიანს განსაკუთრებულ გრძნობებს აღუძრავს. საიდუმლო არის ის, რომელიც შენ ჯერ არ იცი და მომავალში უნდა გაიგო. წმიდა საიდუმლო - როცა ეკლესია ამ სიტყვას ახსენებს, უპირველეს ყოვლისა, შემდეგი იგულისხმება: ეკლესიაში არის მთელი რიგი მოვლენები და საკითხები, რომლებსაც გონებით, ლოგიკით ვერ ჩასწვდები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და მადლთან თანამონაწი...
link
თუკი ადამიანი ცხოვრების გზაზე რწმენით მიდის, დაუეჭვებლად ითხოვს ღვთისაგან შემწეობას, მასში ნელ-ნელა აღესრულება სასწაულებრივი მოვლენები: თავიდან მცირე, შემდეგ უფრო დიდი და იგი უფრო მორწმუნე ხდება. როდესაც საკუთარ თავზე განიცდის საღ...
იხილეთ სრულად
თუკი ადამიანი ცხოვრების გზაზე რწმენით მიდის, დაუეჭვებლად ითხოვს ღვთისაგან შემწეობას, მასში ნელ-ნელა აღესრულება სასწაულებრივი მოვლენები: თავიდან მცირე, შემდეგ უფრო დიდი და იგი უფრო მორწმუნე ხდება. როდესაც საკუთარ თავზე განიცდის საღვთო საიდუმლოებებს, ადამიანი ღვთისმეტყელი ხდება, ვინადიან იგი გონებით კი არ ეხება, არამედ სინამდვილეში განიცდის ყოველივეს. მისი რწმენა განუწყევტლივ მრავლდება, რამდენადაც მოძრაობს სხვა სივრცეში - საღვთო მოვლენების სფეროში....
link
რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის ს...
იხილეთ სრულად
რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის სიწმიდედ, სულიწმიდის ენერგიის მატარებლად იქცევა. ამის შესანიშნავი მაგალითია ევქარისტიის საიდუმლო, რომლის დროსაც უბრალო პურის ნატეხი და მცირეოდენი ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და სისხლად და, ამასთან, ისინი არ კარგავენ...
link
ვისაუბრებთ საიდუმლო სერობის საიდუმლოზე, ანუ ევქარისტიაზე. სხვა წმიდა საიდუმლოს მსგავსად, ეს საიდუმლოც მხოლოდ ღვთის წყალობითა და საკუთარი გამოცდილებით შეიძლება განცხადდეს ჩვენთვის, რასაც წლები სჭირდება, წლები დაუცხრომელი სულირი ცხო...
იხილეთ სრულად
ვისაუბრებთ საიდუმლო სერობის საიდუმლოზე, ანუ ევქარისტიაზე. სხვა წმიდა საიდუმლოს მსგავსად, ეს საიდუმლოც მხოლოდ ღვთის წყალობითა და საკუთარი გამოცდილებით შეიძლება განცხადდეს ჩვენთვის, რასაც წლები სჭირდება, წლები დაუცხრომელი სულირი ცხოვრებისა.
რა მოხდა ისტორიულად ამ დღეს? ქრისტეს და მის მოციქულებს პასექი უნდა ეჭამათ, ანუ ეს იყო დღე, როდესაც აღინიშნებოდა ისრაელი ერის განთავისუფლება ეგვიპტის მონობისაგან: იკვლებოდა ერთი წლის ბატკანი და საგანგებო რიტუალით...
link
695. როდესაც ვინმე საიდუმლოს მომანდობს და სიტყვით დამამოწმებინებს, რომ არავის ვუთხრა, ხოლო სხვა დამაფიცებს და მაიძულებს, რომ ვუთხრა, როგორ მოვიქცე? თუ ვიტყვი, დავამწუხრებ მას, ვინც მომანდო ის, ხოლო თუ არ ვიტყვი, შემკითხველს შეურაცხვყოფ და თანაც მისი ფიცის მეშინია
იხილეთ სრულად
ის, ვინც გაფიცებს და თქმას გაიძულებს, ცოდვაც მასზეა; იმიტომ, რომ ფიცის საბაბით არ შეიძლება საიდუმლოს გაცემა. ამიტომ უთხარი მას: "შენ ჩემთვის საიდუმლო რომ მოგენდო, გესიამოვნებოდა, მე სხვისთვის რომ მეთქვა ის? ხოლო თუ არ გესიამოვნებოდა, მაშინ მეც ნუ მთხოვ რომ ძმის საიდუმლო გაგანდო. რამეთუ ნათქვამია: "რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ" (ტობ. 4, 15); და კიდევ: "ვითარცა იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ" (ლუკა...
link