რადგან სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა ენის მეტყველებით.
წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.
თ. 4-6

უმეცრება - ციტატები, გამონათქვამები

ყოველგვარ ბოროტებას წინ უძღვის უმეცრება, მის შემდეგ მეორე კი ურწმუნოებაა

127. რას გვეტყვით ცნობისმოყვარეობის შესახებ? იხილეთ სრულად

უმეცრება და უსწავლელობა მაინც უმეტესად უშლის კაცს მიეახლოს ქრისტესა, მისთვის, რომ უმეცარი ვერ შეიგნებს, რაი არს სწავლა სახარებისა, ხოლო განათლებულს შეუძლია დააფასოს იგი და ოდესმე მიიღოს მისი სწავლა. უმეცარს კაცს, ნაცვლად ჭეშმარიტი... იხილეთ სრულად

უსაშინელესი მტერი კაცისა, მისი დამღუპველი და წამხდენი არის უმეცრება და უსწავლელობა. უმეცარსა და უჭკუოსა კაცსა არაოდეს არ შეუძლია ქრისტეს თანა ყოფნა; მაშასადამე, თუ გსურს ქრისტეს თანა ყოფნა, შეუდეგი სწავლასა და ჭკუის განათლებასა.

105. ყოველგვარ უკეთურებას წინ უძღვის უმეცრება, ხოლო მის შემდეგ მეორეა ურწმუნოება.

49. უმეცრება იმას გვიკეთებს, რომ გვაპირისპირებს ჩვენთვის სასარგებლოსთან და გაკადნიერებული ზრდის ბოროტების მიზეზებს.

51. ბოროტება, შეცნობილი სულის მიერ, უმყრალესი მხეცისებრ მოიძაგება, ვერშეცნობილი კი შეიყვარება იმისგან, ვინც მის შესახებ უმეცარია და ვისაც შემდეგ ატყვევებს იგი, იმონებს რა თავის მეტრფეს, რომელიც, გაუბედურებული და უბადრუკი, ვერ ხედა... იხილეთ სრულად

49. სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთის... იხილეთ სრულად

48. ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის გამო, მიწაზე მყოფნი კი - მოკვდავნი მათში არსებული თვითარჩევითი ბოროტის გამო, რაც შეემთხვევათ უგუნურთ თავიანთი მცონარებისა და ღვთის შშესახებ უმეცრების გამო