სახიერ ღმერთს ყოველთვის ამას ვთხოვ: მონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე იაროთ. ნუ დაივიწყებთ, რა ბრძოლას ვეწევით და ვინ არის მტერი, რადგან ცხონებას ზედაპირულად არ უნდა ვეძიებდეთ; აიძულეთ თავი; იფიქრეთ მიზანზე, რისთვისაც მონაზვნები...
იხილეთ სრულად
სახიერ ღმერთს ყოველთვის ამას ვთხოვ: მონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე იაროთ. ნუ დაივიწყებთ, რა ბრძოლას ვეწევით და ვინ არის მტერი, რადგან ცხონებას ზედაპირულად არ უნდა ვეძიებდეთ; აიძულეთ თავი; იფიქრეთ მიზანზე, რისთვისაც მონაზვნები გავხდით; მშობლები, ძმები, დები დავტოვეთ, მაგრამ თუ ჩვენს ნებას არ უარვყოფთ და მორჩილებას არ აღვასრულებთ, ჩვენი სულების განკითხვისას ღვთისგან წყალობის მიღება არ გვდომებია. საუკუნო სატანჯველზე იფიქრეთ და სამოთხეს ნუ დაივი...
link
შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დ...
იხილეთ სრულად
შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დიდი იმედის ძღვენით აგივსოს, რაც ზეცის დამკვიდრება და შენგან მხურვალედ შეყვარებული ქრისტეს მახლობლად საუკუნო ყოფნაა!
link
ძველ აღთქმაში, გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია: როცა ისრაელის ძეები უდაბნოში ღმერთს ეურჩნენ, მან ეპიტიმიად გველები მოუვლინა. დაგესლილი ებრაელები იხოცებოდნენ. მაშინ ღმერთმა შეისმინა მოსესი, რომელიც განუწყვეტლივ ევედრებოდა, დაეცხრო ეს...
იხილეთ სრულად
ძველ აღთქმაში, გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია: როცა ისრაელის ძეები უდაბნოში ღმერთს ეურჩნენ, მან ეპიტიმიად გველები მოუვლინა. დაგესლილი ებრაელები იხოცებოდნენ. მაშინ ღმერთმა შეისმინა მოსესი, რომელიც განუწყვეტლივ ევედრებოდა, დაეცხრო ეს რისხვა; უბრძანა მას გაეკეთებინა და ძელზე ჩამოეკიდა რვალის (რიცხვ. 21, 6-9) გველი, რომლის შეხედვისთანავე დაგესლილები იკურნებოდნენ“.ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს...
link
ისიქასტი ფილოსოფოსი აბბა ისააკ ასური ამბობს, რომ ადამიანში ცვლილება ყოველ წამს ხდება. და მართლაც, როგორც სულის, ისე სხეულის განწყობა ყოველწამიერად იცვლება და წარმოიშობა ხან დარდი, ხან ტკივილი, ხან სამწუხარო ამბების მოლოდინი, ხან კ...
იხილეთ სრულად
ისიქასტი ფილოსოფოსი აბბა ისააკ ასური ამბობს, რომ ადამიანში ცვლილება ყოველ წამს ხდება. და მართლაც, როგორც სულის, ისე სხეულის განწყობა ყოველწამიერად იცვლება და წარმოიშობა ხან დარდი, ხან ტკივილი, ხან სამწუხარო ამბების მოლოდინი, ხან კი განუსაზღვრელი სულიერი და ხორციელი არეულობა და წუხილი. ყველაფერ ამას ხორციელი ან სულიერი მიზეზი აქვს და ცხადყოფს ღვთის წყევლას, რითაც ადამიანთა მოდგმა პირველქმნილთა ურჩობის გამო დაისაჯა.
link
ადამიანის ცხოვრება მოწამეობად იქცა იმ წუთიდან, როცა ჭეშმარიტ ბედნიერებას მოვწყდით. ახლა ურჩობის ნაყოფს ვიმკით: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ [მიწა]" (დაბ. 3, 18). იმავეს აღმოაცენებს ჩვენი გულიც. ჭირი და ტანჯვა რომ არა, ...
იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრება მოწამეობად იქცა იმ წუთიდან, როცა ჭეშმარიტ ბედნიერებას მოვწყდით. ახლა ურჩობის ნაყოფს ვიმკით: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ [მიწა]" (დაბ. 3, 18). იმავეს აღმოაცენებს ჩვენი გულიც. ჭირი და ტანჯვა რომ არა, როგორ მივხვდებოდით, რომ სამოთხიდან ვართ განდევნილები?
link
ასეა განსაზღვრული ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე. იგი ახლა ურჩობით შობილ ნაყოფს იმკის, რადგან უკვდავებას განეშორა.
არასდროს ეურჩო იღუმენიას. სჯობს ღმერთს აწყენინო, ვიდრე სულიერ დედას, რადგან, თუ ღმერთს აწყენინებ, სულიერი დედა გიშუამდგომლებს და ღმერთს შენთვის შეევედრება, ხოლო თუ მას აწყენინებ, ვინღა მოალბობს უფლის გულს?
ღმერთსა სთნავს მორჩილებაჲ უფროჲს მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაჲ სიკუდიდ მოიყვანებს
ერთხელ, ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: "მე შევთხოვო ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან", მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშ...
იხილეთ სრულად
ერთხელ, ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: "მე შევთხოვო ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან", მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმიდანმა თქვა: "შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი”. ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი შეიპყრა ეშმაკმან და დორბლი გადმოყარა. საძმოს თხოვნით, ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასახა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიებ...
link
მაგონდება ერთი სასწაული, რომელიც ცოტა მოგვიანებით, თბილისში ყოფნის დროს მოახდინა მამა გაბრიელმა. ერთხელ, მასთან ერთად, ერთ-ერთი მორწმუნის სახლიდან ქაშვეთის ტაძრისაკენ მივდიოდით. მამა გაბრიელი გზად უცხო გამვლელებს აჩერებდა და თავია...
იხილეთ სრულად
მაგონდება ერთი სასწაული, რომელიც ცოტა მოგვიანებით, თბილისში ყოფნის დროს მოახდინა მამა გაბრიელმა. ერთხელ, მასთან ერთად, ერთ-ერთი მორწმუნის სახლიდან ქაშვეთის ტაძრისაკენ მივდიოდით. მამა გაბრიელი გზად უცხო გამვლელებს აჩერებდა და თავიანთი ცხოვრების შესახებ ესაუბრებოდა. ზოგი გაკვირვებული, ზოგი კი თვალცრემლიანი და მუხლმოდრეკილი ისმენდა მის საუბარს. იგი ხან მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ხან კი განვლილი განსაცდელის გამო ანუგეშებდა მათ. როდესაც მთავრობის ...
link