დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფ...
იხილეთ სრულად
დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფოთება სამართლიანად გამოაჩინოს ადამიანის თვალში. ვისაც მართალი გზით სვლა გადაუწყვეტია, მრისხანება ყოველთვის უცხო უნდა იყოს მისთვის, როგორც შეგვაგონებს მამა მაკარი: უცხოა მონაზონისათვის განრისხება და მოყვასის შეწუხება.
link
ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლე...
იხილეთ სრულად
ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლება, არამედ გვინდა ჩვენს მძიმე ტკივილებში ყოფნა, რა უნდა გვიყოს უფალმა; ხომ მოგვცა წამალი მცნებების სახით. ხოლო ჩვენ არ ვისარგებლეთ ამ წამლით ჩვენივე ნებით, რასაც შეეძლო ჩვენი განწმენდა, როგორც ქვეყნიური წამალი განწმენდს ...
link
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრე...
იხილეთ სრულად
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრება და ამაო იქნება მისი შრომა. ხოლო ღვთის შეწევნას სჭირდება გულმოდგინე ვედრება ჩვენი და ღმერთზე მინდობა. თუ დაუდევრად ვილოცებთ, როგორ მოგვხედავს ღმერთი? ან თუ ვილოცებთ დაზარებით, უგულოდ, ანდა მოვიწყენთ ლოცვისას, ვერაფერს ...
link
თუკი ჩვენ ვინმესგან შეგვემთხვევა რაიმე ბოროტება, არა ღირს მწუხარებად. წუხილი გვმართებს იმაზე, რომ ძმას ევნო სულიერად. რა გვავნო ჩვენ ქვეყნიურმა ჭირმა, რომელიც შეგვემთხვია? პირიქით, უფრო გვარგო მან, როგორც ამას თვით უფალი გვეუბნება...
იხილეთ სრულად
თუკი ჩვენ ვინმესგან შეგვემთხვევა რაიმე ბოროტება, არა ღირს მწუხარებად. წუხილი გვმართებს იმაზე, რომ ძმას ევნო სულიერად. რა გვავნო ჩვენ ქვეყნიურმა ჭირმა, რომელიც შეგვემთხვია? პირიქით, უფრო გვარგო მან, როგორც ამას თვით უფალი გვეუბნება: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა". ხოლო ჩვენ იმას კი არ ვწუხვართ, რისთვის ევნო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ბოროტი გულისთქმებისთვის, რის გამოც სამართლიანად ვისჯებით.
რადგანაც...
link
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია...
link
825. როგორ დავთრგუნოთ გულისწყრომა?
759. რა სიკეთეს შეგვძენს გულმოდგინება?
694. შეშვენის თუ არა მონაზონს ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა?
იხილეთ სრულად
მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს ღმერთს, ხოლო სოფელი შერაცხოს უცხოდ. რადგან თუ გაიტაცა ქვეყნიურის სიყვარულმა, ვერ იქნება ღვთის მეგობარი და ვერც კაცობრიულ ზრახვებს განეშორება. სურს თუ არა, თავისი ქონებისათვის, ყანებისა და სამკვიდრებლისათვის მრავალ შფოთს...
link
959. რას გვეტყვით ისეთი ადაიანის შესახებ, რომელიც იმაზე კი არ წუხს, რომ შეურაცხყვეს, არამედ იმას განიცდის, რომ განსაცდელის მამაცურად გადატანა გასჭირვებია?
იხილეთ სრულად
ეშმაკნი შიშისაგან ძრწიან, როცა ხედავენ, რომ ადამიანი, რომელიც შეურაცხყვეს და მიაყენეს ზიანი, იმაზე კი არ წუხს, თუ რად შეემთხვა ეს, არამედ იმას განიცდის, რომ უჭირს მამაცურად გადაიტანოს განსაცდელი; რამეთუ ბოროტი სულნი მასში ჭეშმარიტების გზაზე მდგომ ქრისტეს მიმდევარს ხედავენ, რომელსაც სურს ერთგულად აღასრულოს უფლის მცნებანი.
link
680. ჩემს მოყვასთან უთანხმოებისას აღელვების ნიადაგზე პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდებოდი მას. შეიძლება თუ არა ამ ფიცის დარღვევა?
იხილეთ სრულად
ქალაქში ყოფნისას ვიღაც ქრისტეს მოყვარეთაგანმა მთხოვა: ჩემსა და ძმას შორის უსიამოვნება ჩამოვარდა. ძმას არ სურს შერიგება ჩემთან და ამისათვის გევედრები, რათა უთხრა კეთილი სიტყვა შესარიგებლად. მე ხალისით დავთანხმდი და მოვიხმე ის. როცა მოვიდა, მოვუწოდე მას სიყვარულისა და მშვიდობისაკენ, მაგრამ მან დანანებით მითხრა: პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდები და ფიცს ვერ გავტეხავო. მაშინ გაღიმებულმა ვუთხარი: შენს ფიცს ასეთი აზრი აქვს: ვფიცავ პატიოსან ჯვარს ...
link