წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
145. სხეულის სიცოცხლე და ამა ყოფის მეტისმეტ სიმდიდრესა და ძალაუფლებაში განცხრომა სიკვდილი ხდება სულისთვის. ხოლო მადლიერებითი დამაშვრალობა, მოთმინება, შეჭირვება და სხეულის სიკვდილი სულის სიცოცხლეა და საუკუნო შვება.
25. მართებთ სათნოებითი და ღვთისმოყვარე ცხოვრების მაძიებლებს, განეშორონ ამპარტავნებასა და ყოველგვარ ფუჭსა თუ ცრუ დიდებას, და ესწრაფონ ცხოვრებისა და აზრების ჯეროვან გამოსწორებას, რადგან სწორედ ღვთისმოყვარე და უცვალებელი გონებაა ზეამ... იხილეთ სრულად
როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმედს სხეულთან ერთად. ხოლო თუკი მის სხეულში კვლავაც ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგან მისი სული იმგვარი სხეულითაა შემოსილი, რომ... იხილეთ სრულად
ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი. მტკიცედ გჯეროდეს, რომ ყველა ისინი უკვე მოგეტევა იმჟამიდან, ოდეს ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გუ... იხილეთ სრულად
თუკი ისეთი ცოდვისათვის გაგკიცხავენ, რომელიც არ ჩაგიდენია, თავმდაბლად და მორჩილად მიიღე გამკიცხველის საყვედური, და მაშინ უხრწნელ გვირგვინს დაიუფლებ.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
ღმერთმა ადამიანს დედამიწაზე დაბადება და სიკვდილი განუჩინა, ხოლო ცათა შინა ყოველმხრივი სრულყოფილება და უცვალებელი არსებობა. ყოველივე, რაც კი არსებობს, ღმერთმა ადამიანისა და მისი უკვდავი სულისათვის შექმნა. უზენაესმა შემოქმედმა, რომე... იხილეთ სრულად