თემა: სიმდაბლე


ღირსი მარიამი, მარინიდ წოდებული.

მამაკაცურად შემოსილი ღირსი მარიამი საკუთარ მამასთან, ევგენისთან ერთად სულის ცხონებისთვის მარინის სახელით მონასტერს შეეფარა.
    მონაზონი მარინი სხვა ძმებთან ერთად მორჩილებას აღასრულებდა და მუშაობდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც მონასტრიდან საკმაოდ შორს იყო. მათ შუა ღამე სასტუმროში ღამისთევა უწევდათ.
    სასტუმროს მეპატრონეს ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც ერთმა ჯარისკაცმა შეაცდინა და შემდეგ დაარიგა, თუ როგორ უნდა დაებრალებინა ყველაფერი მარინისთვის.
    სასტუმროს მეპატრონე მონასტერში მივიდა და იღუმენს შესჩივლა, რომ მონაზონმა მისი შვილი შეურაცხჰყო.
    -მარინი ახლა აქ არ არის; როდესაც დაბრუნდება, მე მას მონასტრიდან გავაძევებ, - აღუთქვა იღუმენმა მომჩივანს.
    დაბრუნებულ მარინის წინამძღვარმა ჰკითხა:
    -ნუთუ ეს არის შენი ღვთისმოშიშება, ძმაო? შენს მიერ პატივაყრილი ქალწულის მამა მოვიდა და შენს გამო გვაყვედრიდა.
    მარინი იღუმენის ფერხთით დაეცა და მწარედ აქვითინდა.
    -შემინდე მე ცოდვილს, შემინდე ღვთის გულისთვის, რადგან მძიმედ შევცოდე უფლის წინაშე.
    განრისხებულმა იღუმენმა მარინი მონასტრიდან გააძევა, რის შემდეგაც ის კარიბჭის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც ღია ცის ქვეშ ითმენდა სიცივესა და შიმშილს. მონასტერში შემსვლელ-გამომსვლელები ეკითხებოდნენ:
    რისთვის იტანჯები და ითმენ განსაცდელებს დღე და ღამე?
    -შემიწყალეთ, ღვთის გულისთვის, რადგან მძიმედ შევცოდე და სწორედ ამისთვის ვარ გაძევებული მონასტრიდან.
    ასეთი იყო წმიდა მარინის სიმდაბლე და ღვთისმოსაობა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები