თემა: სასწაულები, ცხოველები, წმინდანები
ლომის მორთმეული სამადლობელი ძღვენი.
ნიტრიის უდაბნოდან ორი ახალგაზრდა ბერი ესტუმრა ერთ მხცოვან მეუდაბნოეს. თუმცა ისინი წარმოშობით შორეული და უცხო ქვეყნიდან იყვნენ, ოდესღაც ერთ მონასტერში სდებიათ ბინა და კარგად უწყოდნენ ამ პიროვნების ღვივსათნო მოღვაწეობის შესახებ - ძველთაგანვე ჰქონდათ ჩანერგილი მოწიწება მისდამი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მას მიაგნეს მემფისის ახლოს უდაბნოში და მეუდაბნოეც არ განეკრძალა ძველ მეგობართან შეხვედრას - სამი დღე გაატარა მათთან ერთად. მეოთხე დღეს კი, როდესაც იგი მათ აცილებდა, მოულოდნელად გზაზე შემოხვდათ უზარმაზარი ძუ ლომი. მხეცი მიუახლოვდა ადამიანებს და თითქოს ერთგვარი ყოყმანით ჯერ გაირინდა და შემდეგ მხცოვანი ბერის ფეხებთან მოწყვეტით დაეშვა მუხლებზე. მთელი მისი გარეგნობა ადასტურებდა, რომ დიდ განსაცდელში იმყოფებოდა. ყველა შეძრა ლომის საქციელმა და განსაკუთრებით ის მეუდაბნოე, რომლისკენაც მიმართული იყო ლომის საქციელი. გაჰყვნენ ლომს უკან. ლომი წინ მიდიოდა, დროდადრო ჩერდებოდა და უკან მოიხედავდა ხოლმე, რითაც ბერს მიანიშნებდა რომ მის კვალს მიჰყოლოდა. მივიდნენ ლომის ბუნაგთან და იქ დახვდათ ხუთი ბოკვერი, რომლებიც ბრმადშობილები აღმოჩნდნენ. ლომს ისინი ერთმანეთის მიყოლებით გამოჰყავდა და მეუდაბნოეს ფეხების წინ უწვენდა. მაშინღა მიხვდა წმინდანი, თუ რას მოელოდა მისგან ძუ ლომი. ახსენა ღმერთის სახელი და ხელები შეახო ბოკვერების უსინათლო თვალებს. ხელების შეხებისთანავე ბოკვერებს სიბრმავემ გაუარა და თვალები აეხილათ...
ხუთი დღის შემდეგ ლომი მოვიდა თავის კეთილისმყოფელთან და ძღვნად უცნობი ცხოველის ტყავი მოართვა. ჭმინდა ბერმა უარი არ თქვა ღვთისგან ბოძებულ საჩუქარზე და ხშირად იცვამდა ხოლმე ამ ტყავს
ხუთი დღის შემდეგ ლომი მოვიდა თავის კეთილისმყოფელთან და ძღვნად უცნობი ცხოველის ტყავი მოართვა. ჭმინდა ბერმა უარი არ თქვა ღვთისგან ბოძებულ საჩუქარზე და ხშირად იცვამდა ხოლმე ამ ტყავს