თემა: სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


დასაქმებული დათვი.

წმინდა კოპრე (ხსენება 24. IX) სანეხვეზე დაიბადა, ღირსი მამის - თეოდოსი დიდის ტაძრის სიახლოვეს და სახელადაც ამიტომ ეწოდა „კოპრე“. დედამისი აგარიან მდევნელთაგან სწორედ მონასტრის კედლებში ეძებდა თავშესაფარს. როცა ადამიანები ტაძრის არემარეს გასცილდნენ, ბერებმა მონასტრის კედლებთან იპოვეს ახლადდაბადებული ჩვილი. უღუმენის, თეოდოსი დიდის ბრძანებით მონასტერმა შეივრდომა პატარა და სახელად „კოპრე“ უწოდეს.
    ბავშვი თხის რძით იზრდებოდა. მისთვის ბერებმა არვედან საგანგებოდ გამოყვეს თხა. ყოველ ჟამს, როდესაც ბავშვი საკვებს ითხოვდა, თხა თვითონ გამოეყოფოდა ხოლმე არვეს, ჩამოდიოდა მთიდან, მოაწოვებდა ბავშვს და ისევ უკან ბრუნდებოდა. ასე იქცეოდა მანამ, ვიდრე ბავშვი მყარი საკვების მიღებას დაიწყებდა.
    როდესაც კოპრემ სრულწლოვანებას მიაღწია, იგი განსაკუთრებულად დაიახლოვა და შეიყვარა თეოდოსი დიდმა. კეთილსათნო ცხოვრების მეოხებით კოპრე სულიწმინდის სამკვიდრებელი შეიქმნა. მას თვით გარეული ცხოველებიც კი მორჩილებდნენ.
    ერთხელ მან მონასტრის ეზოში დაინახა დათვი, რომელიც ბოსტნეულს მიირთმებდა. წმიდა კოპრემ მოკიდა ქეჩოში ხელი, ბაღიდან გაიყვანა და ამ მოსვლა აუკრძალა. ერთხელაც კოპრე მთაში ადიოდა სახედრით მონასტრისთვის შეშის ჩამოსატანად. როდესაც ის შეშას აგროვებდა, უეცრად საიდანღაც გამოჩენილმა დათვმა სახედარს ხორცი გამოაგლიჯა თეძოდან. მაშინ წმიდა კოპრემ დათვს გაუდო მხარზე შეშა და უთხრა: - ახლა შენ მოგიწევს მუშაობა, სამან ვირი არ გამოჯანმრთელდება!
    დათვი დაემორჩლა ადამიანის ნებას და იმ დღემდე დაჰქონდა შეშა და წყალი, ვიდრე სახედარი არ გამოკეთდა. მხოლოდ მაშინ მიიღო ნადირმა კოპრესგან პატიება
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები