თემა: სასწაულები, ცხოველები, წმინდანები
ორმოში დაკარგული გველი.
X საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწე ბითვინიელი ღირსი მამა თომა (ხსენება 10. XII) უდაბნოში მოსაგრეობდა, სადაც ღვთის გზაზე შემდგარი ერისკაცების მოშურნეობით დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც სწორედ თომა გახდა.
ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დროს, როცა მსასურება დასასრულს უახლოვდებოდა, საიდანღაც უზარმაზარი გველი გამოძვრა, ეკლესიას შემოეკრა, შემდეგ კი ტაძრის კართან დაიგორგლა. თომას ყურადღება არ მიუქცევია, მშვიდად აღასრულა ღვთისმსასურება. წირვა რომ დამთავრდა, თომა სრული სამდვდელო შესამოსელით მიუახლოვდა ზღურბლს სადაც ქვეწარმავალი იწვა და მიმართა: ,,გველო, თუ შენი გამოჩენა ჩემი უფლის შემწეობით შენს აღსასრულს მოასწავებს, მომომყევი!“. ამ სიტყვებზე გველი წმინდანის სამოსლის კიდეს კბილებით მოეჭიდა და თომამ იგი ტაძრისაგან მოშორებით ღრმა ორმოსთან მიიყვანა - აქ ნეტარმა ლოცვა აღავლინა უფლისადმი, ქვემძრომი კი ორმოში ჩავარდა და გაუჩინარდა. მაშინ სხვა გვვლებიც, რომლებიც წმიდა მამის სენაკის ქვეშ სახლობდნენ და ამდენი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდნენ ღვთის რჩეულს, მიჰყვნენ ამ გველს და გაწყდნენ