თემა: სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები,  ღვთის ყოვლისშემძლეობა


ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.

ქრისტიანთა წამებაში გამოწვრთნილ მხედართმთავარ პატრიკიოსს გზად შეხვდა მოხუცი, რომელსაც უკან წყვილ-წყვილად მოჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ირემი. ეს იყო ლაოდიკიელი ხუცესი არტემონი ( 303 ხსენება 13/ IV). პატრიკიოსის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ველური ცხოველების დამორჩილებას, წმინდა არტემონმა უპასუსა, რომ ყველაფერი ქვეყნად ქრისტეს სახელს ემორჩილება და ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.
    მოგვიანებით უკვე კესარიაში, პატრიკიოსი წმინდა არტემონს აიძულებდა მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. სამსხვერპლოში უამრავი გველი ბუდობდა და ქურუმები მხოლოდ მსხვერპლშეწირვის დროს აღებდნენ კარებს. წმინდა არტემონმა ილოცა, უშიშრად შევიდა სამსხვერპლოში და გველები გამოდევნა იქიდან. ზარდაცემული წარმართები გაიქცნენ, მაგრამ წმინდანმა ისინი შეაჩერა და სულის შებერვით შემუსრა ქვეწარმავლები. ქურუმმა ვიტალიმ ქრისტე იწამა და წმინდა არტემონს მონათვლა სთხოვა. მხედარმთავარს შეეშინდა, რომ წმინდა არტემონის სასწაულები მრავალი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. უზარმაზარ ქვაბში ფისი აადუღეს წმინდა არტემონის მოსაკვდინებლად, მაგრამ ორმა არწივის სახიანმა ანგელოზმა დასჯის ადგილს მიახლოებული ამხედრებული პატრიკიოსი აიტაცა და ღირსი მამის სანაცვლოდ ის ჩააგდო ქვაბში. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ არტემონის ლოცვით მიწიდან ამოხეთქა წყარომ, სადაც წმინდანმა ქურუმი ვიტალი და სხვა მრავალი წარმართი მონათლა. მეორე დღეს ახალნათლულები მისი ხელიდან ეზიარნენ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები