თემა: რწმენა,  სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


დამჯერი მერცხლები.

წმინდანთა ცხოვრებაში მრავალი მაგალითია იმისა, რომ რწმენით ნათქვამი სიტყვა გარეულ ცხოველებს და ფრინველებსაც კი ესმით. ერთხელ წმიდა აკაკი, მელიტინელი ეპისკოპოსი, რომელიც V საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა (ხსენეხა 17/IV), ტამარში ქადაგებას კითხულობდა. ტამრის სახურავის ქვეშ კი მერცხლები ფუსფუსებდნენ, ბუდეს აგებდნენ და თან ხმამაღლა ჟღურტულებდნენ, რითაც ხალხს ქადაგების მოსმენაში ხელს უშლიდნენ. მაშინ წმიდა აკაკიმ ფრინველებს ასე მიმართა: - საყვარელო მერცხლებო! შემოქმედის სახელით გთხოვთ, ნუ მიშლით ხელს ქადაგების კითხვაში! და ტაძარში მყოფი ყოველი ადამიანის გასაოცრად უცებ სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. დამჯერი მერცხლები ტაძრიდან გაფრინდნენ და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდნენ თავიანთ ბუდეებს, როცა წმიდა აკაკიმ ქადაგება დაამთავრა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები