თემა: სასწაულები, ცხოველები, წმინდანები
წმიდა ნეოფიტე და გარეული ცხოველები.
კერპთაყვანისმცემლებმა შეიტყვეს, სად ცხოვრობდა ქრისტეს მცნებათა აღმსარებელი წმიდა ნეოფიტე. მათ შეიპერეს იგი და გადაწყვიტეს გარეული ცსოველებისთვის მიეგდოთ. მოწამე ცირკის არენაზე გაიყვანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი დროის ცირკი სულაც არ ჰგავდა დღევანდელ ცირკს. იქ ხალხი არ ხალისობდა მასხარებზე და აკრობატებს აღტაცებაში არავინ მოჰყავდათ. იქ კერპთაყვანისმცემლები სიკვდილით დასჯასა და გლადიატორების დაუნდობელ ბრძოლებს აწყობდნენ.
წმინდანი სვეტზე მიაბეს და გარეული დათვები გამოუშვეს. ცხოველები ღრიალით გაექანენ წმიდა მამისაკენ, მაგრამ თითქოს რაღაც ძალამ შეაჩერა ისინი. დათვებმა თავი მოიდრიკეს მოწამის წინაშე და წყნარად განეშორენ მას. მაშინ მწვალებლებმა გალიიდან მშიერი ლომი გამოუშეეს. ლომი ღრენით მიუახლოვდა წმინდანს, მაგრამ უცებ შეჩერდა და გაყუჩდა შემდეგ ფეხების ლოკვა დაუწყო მოწამეს. ეს სწორედ ის ლომი იყო, რომელმაც წმინდანს ერთ დროს თავისი გამოქვაბული დაუთმო! - გამარჯობა, მეგობარო! - უთხრა წმიდა ნეოფიტემ. - შენ მე მიცანი! ახლა კი წადი ჩვენს გამოქვაბულში და იცხოვრე მასში - მე იქ აღარ დავბრუნდები. მაგრამ ლომს არ უნდოდა წასვლა, ის სევდიანი იჯდა მოწამის ფეხებთან. - წადი მეგობარო! და არაფერი ავნო ამ ხალხს, - უთხრა წმინდანმა ლომს და თავისი სიკეთით აღსავსე თვალები ჯალათებს მიაპყრო. ლომი დამორჩილდა წმინდანს და არავისთვის არაფერი დაუშავებია. მან დაამსხვრია ცირკის კარიბჭე და უდაბნოში გაიქცა. გაცეცხლებული მტარვალები მიცვივდნენ წმინდა ნეოფიტეს და შუბებით განგმირეს