
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
სუფთა, წმიდა ლოცვა გულის შიგნით იზიდავს გონებას და ადამიანს მთლიანად კრებს, თვით მის სხეულსაც
სუფთა, წმიდა ლოცვა გულის შიგნით იზიდავს გონებას და ადამიანს მთლიანად კრებს, თვით მის სხეულსაც ერთიანად აქცევს. გონება ჩაძირული გულში, განუდგება ხოლმე სამყაროს და სული, მთელი ძალით ღმერთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში – სინათლეზე, რომელიც გამოდის ღმერთისაგან, ხედავს თავის თავს სრულიად განსაკუთრებული სახით. ხედავს იგი ამასთანავე არა გარეგნულ მოვლენებს და ცხოვრების პირობებს, არამედ საკუთარ თავს, გაშიშვლებულს თავის ბუნებაში და გახსნილს საკუთარ სიღრმეში. მიუხედავად ამ ჭვრეტის მთელი „უხილავობისა“ და უბრალოებისა, რომელიც მიმართულია ცხოვრების წყაროსკენ – ღმერთისკენ, მასში იხსნება საზღვრები, რომელთა შორის მოძრაობს ყოფიერება ყველა ქმნილებრივი, სულიერი სამყაროს, და სულ ყველაფრისაგან მოწყვეტილი, არაფრის მხედველი, ღმერთში ხედავს მთელ საყაროს და მასში შეიცნობს თავის ერთიანობას მისთვის მლოცველი.
|