ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: აღზრდა, ღვთის შიში
მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთის შიშით განამტკიცეთ, რათა საცდურისგან არ შეირყნენ; მოკლეთეთ მათში გაჩენილი საცდურები, რათა ისინი არ განმტკიცდნენ და არ მოკლან წმიდა ნათლისღებით დაბადებული შინაგანი ახალი ადამიანი.