ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მორჩილება, ხელმძღვანელთა მოვალეობანი
570. მე აბბა სერიდის შესახებ შემიძლია მრავალი დიდი, საკვირველი და განცვიფრების ღირსი მონათხრობი გადმოგცეთ; მაგრამ, ბევრს ვტოვებ და სიტყვის შესამოკლებლად, მხოლოდ მცირედს გავიხსენებ, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ამ მამის სათნოება აღგიწეროთ. მან ჭაბუკობიდანვე ქალწულობა დაიმარხა და სხვებზე გაცილებით უფრო თავშეკავებული იყო; ძლიერი დათრგუნვისაგან მთლიანად დაუწყლულდა სხეული. ამის გამო წმინდა ბერმა (ბარსანუფიმ) ილოცა ღვთისადმი და განკურნა ის, და ამასთანავე მცნება მისცა მას, რომ მომავალში სხეული განსჯით ემართა, რათა ის სულიერ მსახურებაში მომსახურებოდა და ძმათა მართვის ღვაწლი ეტვირთა.
571. ხოლო მან უდიდესი მორჩილება მოიხვეჭა და დიდ ბერს ყველაფერში თვით სიკვდილამდე ემორჩილებოდა. მას თავისი სურვილები უგულებელყოფილი ჰქონდა (რასაც თავად ბერი ადასტურებს ზემოთ დაწერილ პასუხებში), და სრულყოფილი მორჩილი იყო, რამეთუ ფრიად დაიტანჯა ბერისაგან, დაითმინა რა დარტყმები და ყოველგვარი განსაცდელები, და რთულ და მრავალფეროვან საქმეებში, როგორც ოქრო ღუმელში გამოიწრთო და გახდა „ჭურ პატიოსან, წმიდა და სახმარ უფლისა“ (2 ტიმ. 2, 21); ის არაფერში და არასდროს ეპასუხებოდა ბერს, და საკუთარ თავს აბბადაც არ მიიჩნევდა, არამედ მხოლოდ ბერის მოწაფედ თვლიდა, რომელსაც სრულყოფილი მორჩილების ვალდებულება აქვს, რაც იყო კიდევაც მისი უკიდურესი სიმდაბლის ნიშანი. ბერიც ამიტომ აღიარებდა მას თავის გულწრფელ შვილად.
572. ილოცა ღვთისადმი, რათა უფალს მისთვის განსჯის უნარი მიენიჭებინა; და მოიპოვა რა იგი, მას შეეძლო, ზეციური მადლის შეწევნით, სხვების სულებს სიცოცხლის გზაზე წინ გაძღოლოდა, შეურაცხყოფილთათვის ემკურნალა, სულიდან მომდინარე მაკურნებელი სიტყვა ყველასთვის მიეწოდებინა და მოკამათეთათვის მშვიდობა მიენიჭებინა; რამეთუ დაიმშვიდა რა პირველად საკუთარი თავი, ის სხვათათვისაც სიმშვიდის წყარო გახდა, და მასზე წერილის სიტყვა აღსრულდა: „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ“ (მათე 5, 6). ის იყო სულგრძელი, უშფოთველი და მომსვლელთა მიმართ მშვიდი; მისი სიტყვა ხალისიანი იყო, მაგრამ ღირსეული და სიბრძნის მარილით შეზავებული, რამეთუ, წერილის თანახმად, მასში სიბრძნე უმანკოებასთან იყო შერწყმული (მათე 10, 16). სულიერი სწავლების სიტყვით ახარებდა ძმების სულებს და პირადი ცხოვრების კეთილი მაგალითით და სათნო ქმედებებით აღძრავდა მათ სათნოებისაკენ, რისთვისაც ის ფრიად უყვარდათ ძმებს. ასწავლიდა იმას, რასაც თავად ასრულებდა; ღვთისნიერ სიმშვიდეს მისდამი შიშში აზავებდა და დროულად იყენებდა ერთსაც და მეორესაც; მოციქულის სიტყვის თანახმად, ამხელდა, რისხავდა და ნუგეშს სცემდა (2 ტიმ. 4, 2).
573. მან ჩვენი სარგებლისათვის გაგვიმხილა: ერთხელ, როდესაც მძიმედ იყო ავად, ძლიერი და მედგარი ციებ-ცხელებით შეპყრობილს, ღვთისათვის ჯანმრთელობის მინიჭება ან ავადმყოფობის შემსუბუქება არ უთხოვია, არამედ მხოლოდ მოთმინებას და მადლიერების მინიჭებას ითხოვდა.
574. ერთხელ ერთი კეთილკრძალული და საერთო საცხოვრებლისთვის სასარგებლო ძმა, რაღაცაზე აღშფოთდა და ეშმაკის ჩაგონებით სავანიდან წასვლა უნდოდა. რადგან აბბამ (სერიდმა) მრავალი შეგონების შემდეგ დარჩენაზე ვერ დაითანხმა, სალოცავად დადგა და მუხლი მოიყარა. როდესაც ძმამ ეს დაინახა, თვითონაც სალოცავად დადგა და იგივე გააკეთა; მაშინ აბბა მიუტრიალდა მას, გულზე ჯვარი გადასახა და უთხრა: „ძმაო, ახლა რა გსურს, როგორ მოიქცევი?“. ამაზე ძმამ მშვიდად უპასუხა: „როგორც შენთვის სათნოა, ისე მოვიქცევი“. „რადგან ასეა, - უთხრა აბბამ, - მაშ წადი და იშრომე“. ის წავიდა, ჩვეულებისამებრ შრომობდა და მშვიდად ცხოვრობდა, ემორჩილებოდა რა მას ღვთის შიშით.
575. ერთხელ აბბას საერთო საცხოვრებლის მახლობლად, ეკლესიისა და სტუმართა მისაღების ასაშენებლად ადგილი დასჭრიდა; მან მიწის მფლობელს ფული შესთავაზა და სთხოვა ადგილი მისთვის დაეთმო, მაგრამ ის არ დათანხმდა. როდესაც ადგილის ყიდვის თაობაზე, არა მარტო ძმების, არამედ სავანის ქრისტესმოყვარე სტუმართა და ერისკაცთა შეხსენებებით შეწუხებულმა, დანაღვლიანებულმა და საგონებელში ჩავარდნილმა აბბამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო და ეს მეორე ბერს აცნობა, ბერმა უთხრა: „ის ადგილი აუცილებლად თქვენ გადმოგეცემათ, მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარა. თუ აზრი არ დაგეხსნება და შეგაწუხებს, უთხარი მას: გაიგე, რომ ის ადგილი სამეფო გზაზე მდებარეობს და ჩვენ ვერ ვიყიდით მას; ასე დაწყნარდები. ამის შემდეგ, როდესაც ის აზრი შეაწუხებდა, ნათქვამს უპირისპირებდა და წყნარდებოდა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მიწის მფლობელი დათანხმდა და ადგილი აბბას დაუთმო. იმ დროს იქ პატარა სავანე მდებარეობდა, რომელშიც დროებით ერთი უცხო ძმა ცხოვრობდა. აბბამ მას თავისთან მოუხმო და განმარტოებით ჰკითხა, ხომ არ წუხდა იმის გამო, რომ იმ ადგილს ისინი ყიდულობდნენ, და ამასთანავე ღვთის წინაშე არწმუნებდა, წუხილის შემთხვევაში, არ ვიყიდითო; მაგრამ რადგან ის ძმა სიხარულით დათანხმდა, ამიტომ ადგილის ყიდვა კიდევაც აღსრულდა. როდესაც ეს საერთო საცხოვრებლის ერთმა ფრიად საყვარელმა და ქრისტესმოყვარე კაცმა გაიგო, აბბას ასეთ შემწყნარებლურ საქციელში შემაგონებელი ვერაფერი ნახა და თქვა, რომ აბბა მისი აზრით დაუფიქრებლად მოიქცა, რადგან ამდენი ძმების კეთილდღეობას, რომლებიც ეკლესიის უქონლობის გამო ძალიან წუხდნენ, ერთი ადამიანის სარგებელი ამჯობინა, და უფრო მეტიც, მომსვლელ სტუმრებზეც არ დაფიქრდა, რომელთა მისაღებად ადგილიც არ ჰქონდათ და ისინი მომსახურების გარეშე რჩებოდნენ. მან აბბას წინაშე აღიარა, რომ განიკითხა ის, შენდობა სთხოვა და ჰკითხა: თუ რა განზრახვით მოიქცა აბბა ასე? მაშინ აბბამ გაიღიმა და უთხრა: შვილო, მე ეს საქმე ღვთის ნებას მივანდე, ძმის შეურაცხყოფა არ მინდოდა და ღვთის ნება ძმის მეშვეობით გამოვიკვლიე, და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ იმ ადგილის შეძენა ღმერთს ახლა ესათნოებოდა, მაშინ ის ჩააგონებდა ძმას, რომ მას შეურაცხყოფილად არ ეგრძნო თავი; ხოლო თუ ის შეურაცხყოფილი დარჩებოდა, მაშინ გაცხადდებოდა, რომ ჩვენგან იმ ადგილის ყიდვა ღვთისთვის სათნო არ იყო; და აი, ღმერთმა აცნობა მას, რასაც ის სიხარულით დათანხმდა და საქმე მშვიდობიანად მოგვარდა. მაშინ ამ მამაკაცმა, გაუკვირდა რა აბბას რწმენა და ღვთისადმი ურყევი სასოება, მოყვასისადმი სიყვარული და ამა სოფლის ნივთებისადმი მიუჯაჭველობა (რამეთუ აბბა ვერც სხვათა დარწმუნებამ და ვერც იმ ადგილის უკიდურესმა საჭიროებამ ვერ დაამარცხა), ქედი მოუხარა მას, თავის შეცოდებისათვის შენდობა სთხოვა და, მიიღო რა დიდი სარგებელი, მამების ასეთი სათნოებისთვის, ღვთის მადიდებელი წავიდა.