image

თემა: პატივმოყვარეობა,  ქედმაღლობა,  ცუდმედიდობა

771. ერში მყავს ახლობლები. ზოგი მათგანი წარჩინებულია და აქ იმყოფება, ხოლო სხვები მდაბიონი არიან და აქედან შორს ცხოვრობენ, თუმცა ზოგჯერ ჩვენს სანახავად მოდიან. მათი მოსვლის დროს თუ ვინმე მკითხავს, ვინ არიან ისინი, სიმართლე ვუთხრა, თუ გავჩუმდე? რადგან, თუ ვეტყვი, ეს გაანაწყენებს აქაურ ახლობლებს, რომლებსაც ამის გამო ღირსების შელახვისა რცხვენიათ.
როცა ეს სხვებს ამწუხრებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, არ უნდა განაცხადო. თუ ცალკე გკითხავენ, თუ ვინ არიან ისინი, მაშინაც გონივრულად უნდა უპასუხო, რომ ვითარება არ წარმოაჩინო. ხოლო, როდესაც იცი, რომ არავინ განაწყენდება და არც შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს და გკითხავენ, თუ ვინ არიან ისინი, მაშინ არ დამალო სიმართლე, რამეთუ სხვაგვარად პატივმოყვარეობას დაუთმობ ადგილს. ჩვენ ყველანი ღვთის ქმნილებანი ვართ და მხოლოდ ისაა სხვაზე ღირსეული, ვინც ღვთის ნებას ასრულებს; მხოლოდ ერთი, პატივმოყვარეობა ასხვავებს ადამიანებს. მაგრამ, როდესაც არანაირი საჭიროება არ მოითხოვს ამის გაცხადებას, მაშინ აზრების უძლურების გამო, სხვების სინდისს უნდა გაუფრთხილდე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები