image

თემა: თავისუფალი ნება,  თავისუფლება,  ღვთის გულმოწყალება

770. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა; და, ამავე დროს, თვითონვე ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიძს ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5). გეკითხებით: როგორ შევუსაბამოთ თავისუფლება და ის განსაზღვრება, რომ ღვთის გარეშე არაფრის კეთება არ შეგვიძლია?
ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, რათა მან შეძლოს სიკეთისკენ მიდრეკა. თავისი ნებით იხრება რა მისკენ, მას არ ხელეწიფება ღვთის დახმარების გარეშე სიკეთის აღსრულება, ვინაიდან დაწერილია: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა“ (რომ. 9, 16). ამრიგად, როდესაც ადამიანი გულით სიკეთისაკენ იხრება და დახმარებისთვის ღმერთს მოუხმობს, მაშინ ღმერთი, ხედავს რა სიკეთისადმი მის მოშურნეობას, მას სამოქმედო ძალას უგზავნის. ასეთნაირად ადგილი აქვს ერთსაც და მეორესაც - ადამიანის თავისუფალ ნებასაც და დახმარებასაც, რომელიც მას ღვთისაგან ეძლევა. რამეთუ, სიკეთე ღვთისაგან მომდინარეობს, წმინდანების მეშვეობით კი აღესრულება. ამრიგად, ღმერთი ყველაში იდიდება და თავადაც ადიდებს მათ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები