image

თემა: ზიარება,  ჭეშმარიტი ქრისტიანობა


სწავლა ჟა. კვალად ქრისტიანეთათვისვე.

საყვარელნო! ქრისტიანესა შვენის რათა იყოს აღმასრულებელ მარადის მცნებათა ქრისტესთა, აქვნდეს გულის-ხმის-ყოფა, და წვრთა საღმრთოთა წერილთა, ხსენება სიკვდილისა და სასჯელისა, მოწყალება, სახიერება და ხსენება ქრისტეს ვნებათა. უკეთუ ესენი მოვიგნეთ, და ამათ მიერ წმიდა იქმნას სული, და ღირს შეწყნარებად უდიდესსა საიდუმლოსა, რომლისა ძლით შემძლებელ არს კაცი ყოველთაგან ვნებათა განთავისუფლებად. ხოლო რა არს საიდუმლო იგი, რომლისათვის უხმს პირველვე განმზადებაი და განწმედა სულისა, რათა შეუძლოს მოღებად მისსა?ესე იგი არს ყოვლად პატიოსანი და უხრწნელი ხორცი და სისხლი ქრისტესი. უკეთუ ჰპოვოს მან სული კეთილად განმზადებული და ღირსებით შეწყნარებად მისა, ყოველი ვნება იოტოს მისგან, ყოველი სიმყრალე განასუნნელოს, ყოველი ბნელი მისი განანათლოს, და მერმე ცხოვრებდეს სული იგი ცხოვრებითა მით საღმრთოითა და იქმნას სამკვიდრებელ ქრისტესსა და უფროსღა ქრისტე შემოსილ. აწ უკვე, საყვარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი და მოსწრაფე ვიყვნეთ აღსრულებად ქრისტეს მცნებათა და ზიარ ყოვლად დიდებულთა საიდუმლოთა მისთა, საგზლად ცხოვრებისა მის საუკუნოსა და განმზადებულ თანა წარუალისა სიკვდილისათვის, რათა მივემსგავსნეთ ქრისტესა და ესრეთ ჭეშმარიტი ქრისტეანე ვიქმნეთ, მისთანა ვივნოთ და მისთანაცა ვიდიდნეთ დიდებასა მას ზეცისასა, რომლისა მსგავსი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები