თემა: ანგელოზი, ეშმაკი, სულიერი ბრძოლა
ბრძოლაში შეწევნა.
ნეტარი თეოდორას მონათხრობი:
"ამბა ისაიამ ერთი დიდი მოძღვარი ბერის შესახებ გვაუწყა, რომ სანამ იგი განმხოლოებულ ცხოვრებას შეუდგებოდა, საკვირველ ჩვენებაში იხილა ვინმე ჭაბუკი, რომელსაც პირისახე მზესავით უბრწყინავდა. ეს მისი მფარველი ანგელოზი იყო, რომელმაც ხელი მოჰკიდა და უთხრა:
-წამოდი, შენ ბრძოლა მოგელის!
მან ის შეიყვანა რაღაც ასპარეზისმაგვარ ადგილას, რომელიც უამრავ ადამიანს აღევსო - ცალ მხარეს სპეტაკმოსილი ადამიანები ისხდნენ, მეორე მხარეს შავსამოსლიანები. ასპარეზის შუაგულში ისაიამ ვეება შავი კაცი დაინახა, საშინელი და იმდენად დიდი, რომ მისი თავი ღრუბლებს სწვდებოდა. მფარველმა ანგელოზმა ისაიას უთხრა:
-აი, ამას უნდა შეებრძოლო!
შეძრწუნებული ისაია მთრთოლვარე ხმით ევედრა ანგელოზს:
მიხსენი ამ განსაცდელისგან, რადგან ასეთ საშინელ მოწინააღმდეგეს მოკვდავი ადამიანური ბუნების მქონეთაგან ვერავინ შეებრძოლება.
მაგრამ მფარველმა ანგელოზმა მტკიცედ უბრძანა:
-არა, შენ შეგიძლია, შეებრძოლო მას! მიდი, მთელის კვეთებით შეეჭიდე და მე შეგეწევი მის ძლევაში!
მართლაც, როგორც კი ისაია შავ კაცს შეეჭიდა, ღვთის ანგელოზი მიუახლოვდა და გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. მაშინ შავით მოსილნი (დემონები) დრტვინვითა და გინებით გაეცალნენ ასპარეზს, ხოლო თეთრით მოსილებმა (უფლის ანგელოზებმა) გამარჯვებული ისაია და მისი მფარველი ანგელოზი განადიდეს.
ასევე ჩვენც, დედანო და დანო, უნდა მივატოვოთ ყოველივე ამქვეყნიური, რათა ქრისტეს მადლით მტკიცედ და ძალმოსულად შევებრძოლოთ შავბნელ მტერს. ხოლო თუკი ვცდუნდებით და დავეცემით, ჩვენი მტრის - ეშმაკის ხელთ აღმოვჩნდებით. რამეთუ წმიდა მოციქული პეტრე ბრძანებს: "რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ" - კეთილისა თუ ბოროტისადმი (პეტრე 2, 19). ამიტომაც მოგვცა ღმერთმა გონება და განმსჯელობა, რომ კეთილი და ბოროტი განვარჩიოთ და კეთილს ვადგეთ"