თემა: მონაზონთათვის,  ხიბლი


"ასკეტი".

ერთ ბერს სახელი გაუვარდა, როგორც მკაცრად მომარხულე ასკეტს. მას ყოველთვის ძველი, დაფლეთილი სამოსი ეცვა და ზამთარშიც კი ფეხშიშველი დადიოდა, ხოლო ლოცვის კანონის აღსრულებისას სამასის ნაცვლად სამი ათას მეტანიას აკეთებდა. მისი შემყურე სხვა ბერები განცვიფრებულნი იყვნენ, მამა დანიელს კი, რომელიც მაშინ შედარებით ახალგაზრდა და მათზე უმცროსი იყო, ბერის ასკეტობაში ეჭვი შეეპარა და მალე დარწმუნდა კიდეც, რომ არ ცდებოდა. ერთხელ მის სენაკთან ჩაიარა და შეამჩნია, რომ კარზე ხვრელი საგანგებოდ იყო გაკეთებული, რათა გამვლელებს შეეჭვრიტათ და ბერის "მოღვაწეობა" დაენახათ.
    მამა დანიელი შეშფოთდა და იღუმენს ყოველივე მოახსენა. იღუმენი ბერთან მივიდა, გამოჰკითხა, როგორ ცხოვრობდა, დატუქსა და უბრძანა, დღეში მხოლოდ 50 მეტანია შეესრულებინა.
    "დიდი ასკეტი" მხილების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა - უკვე 50 მეტანიის შესრულებაც ეზარებოდა. უხეში სამოსის ნაცვლად ძვირფასს იცვამდა, საკვებსაც გამორჩევით გეახლებოდათ. მაშინ კი მიხვდნენ მამები, რაოდენ ხიბლში იყო ჩავარდნილი მათი ძმა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები