ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: ათეიზმი ურწმუნოება, რწმენა
ვინც ღვთისადმი რწმენას კარგავს, სანაცვლოდ უგუნურებას მოიმკის. უგუნურია ადამიანი, ვინც თავის თავს ქრისტიანად მიიჩნევს და ამ დროს უფლისა და სიცოცხლის უკვდავების მტკიცებულებას სხვადასხვა რელიგიასა და ფილოსოფიაში ეძიებს. ვინც ოქრო მდიდართან ვერ პოვა, როგორ პოვებს მას არაფრის მქონესთან. სიცოცხლის მარადიულობის ფაქტები, მტკიცებულებანი, ნიშნები, სულიერი სამყაროს რეალური მოვლენები არამარტო ქრისტიანული რწმენის საფუძველია, იგი აღაშენებს კედლებს, გუმბათს, მშვენიერს ხდის ტაძრის ნაგებობას.