ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: მონაზონთათვის, სხეული
60. თავმოყვარეობის ვნება მონაზონს თითქოსდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სხეულის დაზოგვას, საკვებთან მიმართებაში ლმობიერებას და სხეულის გონივრულ მართვას შთააგონებს, რათა, თანდათან სხეულისაკენ გადახრით, იგი ავხორცობის უფსკრულში ჩააგდოს; ერისკაცებს კი ეს ვნება იმის გამო, რომ ერისკაცები არიან, უბიძგებს "ხორცისათვის ზრუნვა ავხორცობად აქციონ". (რომ.13,14).