ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: პატივმოყვარეობა, ნაყროვანება მუცელღორობა, ვერცხლისმოყვარება, ვნებები
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვარეობა და პატივმოყვარეობა, რომელთა საბაბი აუცილებელი ხორციელი მოთხოვნილებებია; მათგან კი წარმოიქმნება ვნებათა მთელი გროვა. აი, ამიტომ, როგორც ნათქვამია, სავსებით უნდა განვუდგეთ თავმოყვარეობას და უდიდესი სიფხიზლით ვებრძოლოთ მას. მისი მოსპობით კი მის ყველა წარმონაქმნს გავანადგურებთ.