ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ლოცვა
61. ამბობენ, რომ ლოცვის უმაღლესი მდგომარეობაა ის, როცა ლოცვის ჟამს გონება სხეულის მიღმაა, სავსებით ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს წუთისოფელს. ვინც მტკიცედ ინარჩუნებს ამგვარ მდგომარეობას, ის ჭეშმარიტად დაუცხრომლად ლოცულობს.