თემა: ლოცვა

ლოცვა მტკიცე უნდა იყოს, ქანანეველი ქალის მსგავსი, რომ იგი შესმენილ იქნეს ღვთის მიერ. ამინ, ამინ (ე.

ლოცვა მტკიცე უნდა იყოს, ქანანეველი ქალის მსგავსი, რომ იგი შესმენილ იქნეს ღვთის მიერ. ამინ, ამინ (ე. ი. ჭეშმარიტად) გეტყვი თქვენ: რაზეც მამასა ჩემსა შეთხოვთ ჩემი ხელით, მოგეცემათ თქვენ. აი ქალი ქანანეველი თხოვს უფალს, რათა მისი ეშმაკეული ქალი განკურნოს. მაგრამ ქრისტე პირველად უყურადღებოდ ტოვებს მის თხოვნას. მაშინ მოციქულები მისნი თხოვენ მის მაგიერ, რათა გაანთავისუფლოს იგი. მაგრამ აქაც უფალი უარით უპასუხებს და ამბობს: მე მოვლინებული ვარ მარტო დაღუპული ისრაელის ცხოვართათვის. ქანანეველი ქალი მაინც არ ეშვება, თაყვანსა ცემს მას და თხოვს: უფალო, მომეხმარე მე. ამაზე უფალმა თითქოს საბოლოო უარისყოფით და საყვედურით მიმართა მას და უთხრა: არ არის კარგი, რომ ბავშვებს პური გამოსტაცო და იგი ძაღლებს გადაუგდო. მაგრამ ქალი სასოწარკვეთილებას მაინც არ ეძლევა, იგი თავისას განაგრძობდა და ეუბნებოდა: კი მაგრამ, უფალო, ძაღლებიც ჭამენ ნამუსრევს, გარდაცვენილს უფლის სუფრიდან? ამის თქმა საკმარისი იყო, რომ ცოცხალმა რწმენამ და იმედმა უკანასკნელად მას ცოცხალი ნაყოფი შესძინა: მისი ქალი იმ საათიდანვე განიკურნა, თხოვნა მისი შესრულდა. უკანასკნელად, ჩვენი ლოცვების შეუსრულებლობა კიდევ იმით აიხსნება, რომ მათი შესრულება ღვთის ბრძნული განგების გეგმის დამარღვეველი იქნებოდა
 
თემატური კითხვები
0