თემა: ლოცვა

მამაო ჩვენო ყოველივე ჭეშმარიტისა ქოისტიანობის პირველი დასამტკიცებელი და შესაწყნარებელი, ყოველთავე

მამაო ჩვენო
    ყოველივე ჭეშმარიტისა ქოისტიანობის პირველი დასამტკიცებელი და შესაწყნარებელი, ყოველთავე უწყით, ესე არს ორი ესე: პირველად, სარწმუნოება მართალი და მეორედ, საქმენი კეთილნი, ვითარცა დასწერს. მაგრამ ეს საუფო ლოცვა ვინათგან უფალმან იესომ წმიდასა სახარებასა შინა დაგვიწერა, ვითარმედ "რაჟამს ილოცვიდეთ, ესრეთ ჰსთქუათ: მამაო ჩვენო..." ეს დიახ, მტკიცედ მისაღებელი და შესაწყნარებელი არის. ამისთვის პირველად წინას სიტყვასა ამას დაგვარიგებს და გვიბრძანებს და შემდგომსა სიტყვასა შინა შვიდსა ამას სავედრებელსა თხოვნასა დაგვარიგებს და განგვიწესებს, ვითარმედ ესრეთ ილოცვიდეთ და ამას სთხოვდეთო:
    პირველად - წმიდა იყავნ სახელი შენი;
    მეორედ - მოვედინ სუფევა შენი;
    მესამედ - იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
    მეოთხედ - პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს;
    მეხუთედ - მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
    მეექვსედ - ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა;
    მეშვიდედ - არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
    ხოლო შვიდი ესე თხოვნა და ვედრება ჩვენი ღვთისა მიმართი მტკიცედ განვიხილოთ, საყვარელნო. არამედ ამის უპირველესად წინათქმული იგი ბრძანებული სიტყვა გულისხმავყოთ, ვითარ გვასწავებს კაცთმოყვარებითსა მას მოწყალებასა ჩვენ ზედა და დაგვარიგებს მეობითისა წოდებითა მამისა მიმართ საუკუნოისა, ზეციერთა და ქვეყნიერთა მდაბისა და ხილულთა და უხილავთა შემოქმედისა. ღმრთისმეტყველთაებრ მზრახველთა ჭეშმარიტთა თქმულთა, ვითარმედ "ღმერთი იგი, რომლისათანა ჭეშმარიტ ყოფა არსო საუკუნო, ვიდრეღა ყოფისა ჩვენისა", ფსალმუნისაებრ, ვითარმედ "საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ". და კვალად, თქმულისაებრ დამასკელისა იოვანესი, ვითარმედ "იხილვებისო ვითარმედ ყოველტა სახელტა თქმულთაგანთა ღვთისათვის უპირველესი არსო რომელ არს ზესთა არსი არსთა". და ეგრეთვე აგვისტინე დასწერს, ვითარმედ "აქვს უმეტეს ყოფად რომელ ძლიერ რაიმე განშორდებსი არა ყოფისაგან, რომელ არა აქვს ყოფა შემდგომ ყოფისა და არა ყოფა შემდგომ არა ყოფისა. მერმეცა არა ეძლოს მოგონებაო არაყოფად". ესე ვითარად მეტყველებენ და ეგრეთვე სხვანიცა და არა განვავრცო. და ვიხილოთ ზესთა ესე უსაკვირველესისა და მიუწვდომელისა და მიწიერთა ამათ კაცთა შემამზადებელისა მამობით წოდება ჩვენ ზედა, ვითარ გვიბრძანებს ჩვენ, ძეობისა მისისა სახელდებად წარგვადგენს და კადნიერგვყოფს. დიდ არს და საშინელ და უძძლიერესისა საიდუმლოსა მოგონებითა არს გამოცხადებულ ჭეშმარიტად ბრძანებული ესე ჩვენ უღირთადმი დარიგება ესე უშვენიერესი.
    ამისთვის აურაცხელსა მოწყალებასა მისსა უნდა მივხედოთ, რომელ ვინათგან საზოგადოდ ღმერთი არს ყოველთა დამბადებელი და შემოქმედი, ეგრეთვე: კაცთა ზედა უაღრესის კაცთა მომართ სიყვარულისათვის საუკუნოსა მამისადმი ძედ სახელწოდებასა ჩვენსა გვაზიარებს. ჰოი, სიტკბოებითსა კაცთმოყვარებისა მისისა მოწყალებასა!
    არამედ, რათა ვსცნათ, და ვსასოებდეთ და თაყვანისვცემდეთ უმხურვალესითა გულითა პირველისა ამის და ესე ვითარისა ბრძანებისათვის. და ეგრეთვე ჩვენცა ყოველნი მორწმუნენი ვითარცა ძმებრითა ერთობრივისა სიყვარულისათა ურთიერთას სიმდაბლით და სიმართლით და კეთილ სიწმიდით ძმად და შვილად და მეგობრად ვიქცეოდეთ და ვიწოდებოდეთ. და ესე არს პირველი იგი უსაღმღრთოესი ბრძანება წმიდისა სახარებისა.
 
თემატური კითხვები
3