image

თემა: ღმერთი

150. ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვალებელი, ხოლო თუ ვინმე, ერთი მხრივ, კეთილგონივრულად და ჭეშმარიტად სჯის, რომ უცვალებელია ღმერთი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ არკვევს იმას, თუ როგორღა ხარობს მაშინ იგი კეთილთა გამო და როგორ განელტვის უკეთურთ, ანუ როგორ ურისხდება შემცოდეებს, ანდა მსახურებული (ე.ი. მსახურებული საეკლესიო საიდუმლოთა და კეთილ საქმეთა გზით) როგორღა ხდება მოწყალე, გვმართებს ვთქვათ, რომ ღმერთი არც განიხარებს, არც მრისხანდება, რადგან სიხარულიც და მწუხარებაც ვნებაა, არცთუ ძღვენთაგან იმსახურება იგი (რადგან მაშინ სიამეთმოყვარეობით უნდა ყოფილიყო ძლეული). არ შეიძლება, რომ ადამიანურ საქმეთა კვალობაზე კარგად ან ცუდად იყოს ღმრთეება, არამედ კეთილია იგი და მხოლოდღა სასარგებლოს მოქმედებს, ზიანი კი არასოდეს მოაქვს, არის რა ყოვეთვის ერთი და იგივე, მაშინ როცა ჩვენ, თუკი კეთილნი ვრჩებით მსგავსების გზით, ღმერთს შევერთვით, მაგრამ თუ ბოროტნი ვხდებით, მსგავსებისგან დაკლების გამო, განვეშორებით ღმერთს. ასე რომ, სათნოდ მცხოვრებნი შედგომილნი ვართ ღვთისადმი, მაგრამ გაუკეთურებულნი ჩვენს მტრად ვხდით მას, არათუ ფუჭად განრისხებულს, არამედ _ შეცოდებათა გამო, ხოლო როდესაც არ ვანებებთ ღმერთს, რომ გაბრწყინდეს ჩვენში, მტანჯველ ეშმაკებს შევერთვით მაშინ. ამასთან, თუკი ლოცვებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა გაუქმებას ვპოვებთ, არათუ იმიტომ, რომ ვმსახურებთ რა, ღმერთს ვცვლით, არამედ როდესაც ჩვენი მოქმედებებითა და ღვთიურობისკენ უკუმიქცევით ჩვენეულ უკეთურებას ვუმკურნალებთ, კვლავ მიმღებნი ვხდებით ღვთის სიკეთისა; ამრიგად, თქმა იმისა, რომ ღმერთი განელტვის უკეთურთ, მსგავსია იმის თქმისა, რომ მზე ემალება მხედველობას მოკლებლთ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები