იოსებ ათონელი (ისიხასტი)
თემა: ლოცვა,  მადლი

მთლიანად აღიტაცება, ცაში სხეულის გარეშე ადის

მთლიანად აღიტაცება, ცაში სხეულის გარეშე ადის

ზოგჯერ ლოცვაზე დგახარ და მადლი მოდის, თანაც ბევრი, როგორც „წულილი ნიავი“, როგორც კეთილსურნელოვანი „სასტიკი ქარი“, მთელ სხეულში განეფინება ისე, რომ ლოცვა წყდება, სხეულის ნაწილები ჩერდება და მხოლოდ გონება ჭვრეტს უკიდეგანო ნათელს. ადამიანი ღმერთს უერთდება. როგორც რკინა: სანამ ცეცხლში შეაგდებენ, რკინა ეწოდება, ხოლო როდესაც გაღვივდება და გაწითლდება, ცეცხლს უერთდება, ერთი ხდება ცეცხლთან. ანდა ცვილი ავიღოთ: როცა ცეცხლს უახლოვდება, დნება, თავის ბუნებას ვერ ინარჩუნებს. [ადამიანიც] მხოლოდ, როდესაც ჩაივლის [ღმერთის] ხედვა, უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. მთლიანი მთლიანად ღმერთს უერთდება. ჰგონია, რომ აღარ აქვს სხეული, არც ქოხი. . მართლაც, დიდია ეს საიდუმლო, რამეთუ ისეთ რამეებს ხედავს, რისი გადმოცემაც ენას არ ძალუძს. ხოლო როდესაც ეს ჭვრეტა ჩაივლის, ისეთ სიმდაბლეს იძენს, რომ პატარა ბავშვივით ტირის იმის გაცნობიერებით, რომ ასეთ რამეებს უბოძებს უფალი იმ დროს როდესაც თვითონ არაფერს აკეთებს. თანაც, ისეთ შემეცნებაში მოდის [საკუთარი თავისა], რომ, ვინმემ რომ ჰკითხოს, უღატაკესი ადამიანია; იმის ღირსიც კი არ არის, რომ დედამიწაზე არსებობდეს.
და რაც მეტად ფიქრობს ასე, უფალი უფრო მეტს აძლევს: „კმარა!" - ეძახის ღმერთს. და უფრო მრავლდება. ხდება მეფის შვილი.
თემატური კითხვები
0