წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, ბილწი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
ქრისტესთვის იღვაწე, შვილო. სხვები მას სამარცხვინო ქცევით შეურაცხყოფენ, შენ კი ბილწი
ქრისტესთვის იღვაწე, შვილო. სხვები მას სამარცხვინო ქცევით შეურაცხყოფენ, შენ კი ბილწი გულისსიტყვებისგან განწმენდილი გონების ბრწყინვალებით ადიდე ის! განაგდე ყველა აზრი, რომელიც ჩვენში ღვთაებრივი განბანისას დამკვიდრებული სულიწმიდის მიერ განწმენდილ გონებასა და გულს შეაგინებს. გეშინოდეს ღვთისა – ესაა ნამდვილი სიბრძნე. „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ (იგავ. 1, 7). ნუ გეშინია გულისსიტყვების მუქარის, რომელიც დემონებისგან მოდის. შენი ძლიერება დაამყარე ღმერთზე, რომელიც გიხსნის სულმოკლეობისა და ნიავქარისგან“ (ფსალმ. 54, 8). გამხნევდი და როგორც მამაცმა რაინდმა, გასწიე ზეციური იერუსალიმისკენ, რომლის ნათელიც სიხარულით შეგეგებება.