ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

და მაშინ მართლაც გავმდიდრდებით!

და მაშინ მართლაც გავმდიდრდებით!

თუ სიმდაბლის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, ბრწყინვალე შესამოსლის მემკვიდრენი გავხდებით; თუკი სიყვარულიც გვექნება, სამოსელს მეტად გავამშვენებთ; მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე მას ფერადოვნებას და ელვარებას შესძენს; განუწყვეტელი ლოცვით კი ის ძვირფასი მირონის კეთილსურნელებით გაიჟღინთება. როცა სრულვყოფთ სამოსელს, შევიმოსებით და ამ ზეციური მადლით მოსილნი კადნიერებით წარვდგებით ქრისტეს სამსჯავროზე. უფალი დიდებისა სულიერ კეთილსურნელებას შეიგრძნობს, მადლის ულევ საუნჯეს სიხარულით გაგვიხსნის და მაშინ მართლაც გავმდიდრდებით!
თემატური კითხვები
0