თემა: იესოს ლოცვა

152. რაჟამს შევუდგებით გონებისეული ყურადღების ღვწას, ასეთ დროს თუ, ერთი მხრივ, მღვიძარებასთან თავმდაბლობას შევანაწევრებთ, მამხილებლობას კი, მეორე მხრივ, ლოცვას შევუტკბობთ, კეთილად ვივლით გონების გზაზე და იესო ქრისტეს წმინდა და სათაყვანო სახელით, როგორც ჩირაღდნის შუქით, ჩვენი გულის სახლს უკეთურებისგან გავასუფთავებთ, გამოვგვით, დავალაგებთ და გამოვწმენდთ მაგრამ თუ ოდენ ჩვენს მღვიძარებას დავენდობით, მალევე დავეცემით, მტერთაგან უკუგდებულნი და ქვედაკვეთებულნი, და დაგვამხობენ კიდეც ეს მზაკვარნი და უცბიერესნი, რომელთა ხლართებში, – უკეთურ გულისზრახვებში, – უფრო და უფრო გავიბლანდებით, იმ ზომამდე, რომ ადვილადაც მოვიშთობით მათ მიერ, არ გვექნება რა ძლიერი ლახვარი – სახელი იესო ქრისტესი, რადგან მარტოოდენ ამ სათაყვანო ხმალს, განუწყვეტლივ მიმოქცევადს წრფელ გულში, ძალუძს მათი დათრგუნვა და შემუსრვა, დაწვა და უჩინოყოფა, როგორც ცეცხლს – ლერწმისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები