თემა: იესოს ლოცვა

153. მოუკლებელი მღვიძარების საქმე ანუ სულის სარგებლობა და დიდი სიკეთე ესაა მყისიერი განჭვრეტა გონებაში შთაბეჭდვადი გულისზრახვითი წარმოსახვებისა. მამხილებლობის საქმე გახლავთ გამოაშკარავება და გამოვლენა იმ გუისზრახვისა, რომელიც გრძნობადი რამ საგნის წარმოსახვის გზით ცდილობს შემოღწევას ჩვენი გონების სივრცეში; ხოლო ის, რაც მყისიერად შრეტს და არღვევს მოპირისპირეთა ყოველგვარ ზრახვას, ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ წარმოსახვას, ყოველგვარ გამოსახულებას, ყოველგვარ უკეთურ ძეგლს, ესაა მოხმობა უფლისა, რადგან თვით ჩვენც ვხედავთ გონებაში მათ ძლევამოსილ დაძლევას ჩვენი დიდი ღვთის იესოს მიერ და მის შურისგებას ჩვენს გამო, რომლებიც უგვანნი, უბადრუკნი და უსარგებლონი ვართ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები