ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ლოცვა
154. ის, რომ ყოველგვარი გულისზრახვა სხვა არაფერია, თუ არა გრძნობადი და ამქვეყნიური რამ საგნის წარმოსახვა, ბევრმა არ ვიცით. ამასთან, თუ მღვიძარებითად დავახანებთ ლოცვაში, ამგვარი ლოცვა, ერთი მხრივ, განაკრძალებს ჩვენს გონებას უკეთურ გულისზრახვათა ყოველგვარი ნივთიერი წარმოსახვისგან და, მეორე მხრივ, შეაცნობინებს მას მოქიშპეთა ზრახვებსაც და ლოცვისა და მღვიძარების დიდ სარგებელსაც, ამასთან, „თვით შენც შენი თვალებით განჭვრეტ და ნაცვალგებას გონითი ცოდვილებისას გონითად იხილავ და განჭვრეტ“, – ამბობს საღვთო მგალობელი დავითი.