თემა: იესოს ლოცვა

174. მაგრამ შეუძრავი ლოცვა კლავს და ფერფლად აქცევს მათეულ (ეშმაკეულ) ცთუნებებს, რადგან ჩვენგან მიწყივ და ურყევად ხმობილი იესო, – ღმერთი და ღვთის ძე, – არანაირად არ მისცემს მათ ნებას, რომ თუნდ შემოტევის დასაწყისში, რასაც კვეთებასაც უწოდებენ, გონებას დასახულობა წარმოუჩინონ აზროვნების სარკეში, ანდა გულს გაეზრახონ რამ სიტყვებით, ხოლო გულში არშეღწეული ეშმაკეული დასახულობა გულისზრახვებისგანაც, როგორც ვთქვი, ცარიელი იქნება, რადგან ეშმაკთა ჩვეულება სწორედ ისაა, რომ გულისზრახვების გზით გაეზრახონ გულს ფარულად და ასწავლონ მას უკეთურება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები