ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ცოდვა
173. თუ ჩვენი შინაგანი ადამიანი, მამათა მიხედვით, მღვიძარე იქნება, შეძლებს იგი დაიცვას გარეგანიც, თუმცა, მამათავე სწავლებით, ჩვენც და ბოროტების მოქმედი ეშმაკებიც, ორივენი, ერთობლივად ჩავდივართ ცოდვებს, იმ განსხვავებით, რომ ისინი ამ ცოდვებს მხოლოდ გულისზრახვებში ანუ წარმოსახვისეულ ხატებში გამოუსახავენ გონებას, როგორც უნდათ, ჩვენ კი გულისზრახვებითაც ვცოდავთ შინაგანად და – საქმეებითაც გარეგანად, რადგან ეშმაკები, სხეულთა შენივთულობას მოკლებულნი, მარტოოდენ გულისზრახვების, მზაკვრობისა და მაცთუნებლობის შედეგად განუმზადებენ სატანჯველს თავიანთ თავსაც და ჩვენც, ვინაიდან სხეულის შენივთულობას რომ არ ყოფილიყვნენ მოკლებულნი ეს შემცოდენი, არც საქმეთამიერი მცოდველობისგან დაცხრებოდნენ, რადგან ურჯულოებისთვის მარადის მზადყოფნაში ინარჩუნებენ თავიანთ ნება–სურვილს.