ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: კეთილი საქმეები
ნუ დააკმაყოფილებ შენ თავს მხოლოდ მარხვითა, ლოცვითა და აღსარების თქმით. დასამტკიცებლად მისა, რომ შენ ამიერიან გსურს გულწრფელად მოაკვდინო ასონი ცოდვისანი, შეიმოსო ახალი განახლებული ცხოვრება, აღასრულე რომელნიმე კეთილნი საქმენი. თუ ვისთანმე უკმაყოფილო, ანუ მტერ ხარ, შეურიგდი მას გულწრფელად; თუ შენ გულში გრძნობ რომელსამე ცოდვასა, განიშორე იგი და მოიძულე; თუ იცნობ ვისმე საწყალსა, გაჭირვებულსა, მიეცი მას ნუგეში შეძლებისამებრ შენისა.