
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
მარხვა
ქრისტიანები მარხვისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან.
ქრისტიანები მარხვისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის გულში სინანული, ღმრთის შიში, ცოდვათა მოძაგება და და სხვა ამდაგვარი გრძნობები გააღვიძონ. მესამე, რაც ზიარებისათვის უსაჭიროესია, აღსარებაა, რაზეც უკვე ზემოთ გვქონდა საუბარი. ესოდენი შრომის, მოთმინების, ლოცვისა და სულთქმის მიზანი კი ისაა, რომ ჩვენში ყოველი ცოდვა მოვაკვდინოთ და სათნოებანი განვაცოცხლოთ.
|